მეორე ნაწილი - საით წავა ქართული ოცნების ექსპრესი? - გამოხმაურება ივლიანე ხაინდრავას წერილზე

გიორგი ხასაია

მეორე ნაწილი
პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ

ივლიანე ხაინდრავას  თეზისის მიხედვითბიძინა ივანიშვილს საქართველო რუსეთისკენ არ მიჰყავს. ხაინდრავას თქმით, ივანიშვილს საქართველო იმისთვის არ შეუძენია, რომ ის პუტინს ლანგრით მიართვას. არამედ იმისთვის, რომ თავად მართოს საქართველო ისე, როგორც მას სურს. საკუთარი თვალსაზრისის, გემოვნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისადშემდეგ ასკვნის, რომ საქართველო გადადის სახელმწიფოს მართვის აღმოსავლურ (აზიურ) მოდელზე, მაგრამ ირანი და ჩრ. კორეა ჩვენგან რახან არ გამოვა, ხაინდრავას აზრით უფრო აზერბაიჯანის ტიპის ავტორიტარიზმად ჩამოვყალიბდებით. არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ გვაქვს კორიდორი

კორიდორი (მე გამოვიყენებ დერეფანს) მნიშვნელოვანი სიტყვაა

მივყვეთ თანმიმდევრობით.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბებული და ინსტიტუციონალიზებული კაპიტალისტური ურთიერთობები რუსულ გამოცდილებას და  თეორიულ ბაზას ეფუძნებოდა.   ამ ურთიერთობების თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები ჰაიეკი ან ფრიდმანი კი არ ყოფილან, არამედ ჩუბაისი და გაიდარი. იქვე დაძრწის ჯეფრი საქსის აჩრდილი, რომელმაც მოგვიანებით თქვა, რომ ის არაფერ შუაშია და ამჟამადიმედიდან” გვევლინება ქართველების ყველაზე კეთილის მსურველად

ბენდუქიძე და ივანიშვილი რუსულ ოლიგარქიულ ტუსოვკაში ბოლომდე ინტეგრირებულები იყვნენ. ჩუბაისის და გაიდარის (შესაბამისადლიბერალური იმპერიისადასახელმწიფო და ევოლუციისავტორები) გუნდითეორია და პრაქტიკა პუტინის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად თანდათან დაღმასვლას იწყებს. ოლიგარქების ნაწილი სისტემაში ინტეგრირდება, ნაწილს პოლიტიკური ამბიციების გამო დევნიან, ნაწილი გარბის. ნავთობკომპანიების და მძიმე სამრეწველო ობიექტების ნაციონალიზაცია, რომელიც პუტინის დროს ხორციელდება, ოლიგარქების წარმომშობი სისტემის  გაუჩინარებას არ ნიშნავსოლიგარქიული კლასი რჩება, ინტერესების ახალი სფეროებით, ახალი სახელებით და გვარებით, ოღონდ ნაკლები პოლიტიკური ძალაუფლებით. თუმცაზოგიერთი მკვლევარი (მაგ. მატვეევი) მიიჩნევს, რომ გარკვეული მომენტიდანოლიგარქიულ კაპიტალიზმადრუსული კაპიტალიზმის მოხსენიება შეცდომაა, იმიტომ, რომ თანამედროვე რუსეთში ბონაპარტისტული რეჟიმია. მარქსისტული თეორიის ეს ცნება უნდა გავიგოთ ასე: პოლიტიკური ლიდერი ძალაუფლებას ახორციელებს მსხვილი კაპიტალისტების სასარგებლოდ, მაგრამ უშუალოდ პოლიტიკურ ძალაუფლებას მათ არ აძლევს

ის, რაც ოლიგარქიულმა კლასმა რუსეთში ვერ მოასწრო, საქართველოში განხორციელდა. განხორციელდა ბენდუქიძის და ივანიშვილის ხელით და საერთოდ არ არის აუცილებელი, კრემლიდან მიეღოთ მითითებებიმათი თეორია და პრაქტიკაა რუსული, ამდენად, ჩვენი კაპიტალისტური ურთიერთობები რუსული მოდელის გაგრძელება და მისი სხვა ადგილას განხორციელებაა. რუსი ლიბერალების საზეიმო ინტერესი და მხარდაჭერა სწორედ იმით იყო გაპირობებული, რომ საქართველოში  იმას ხედავდნენ, რაც რუსეთში ვერ მოასწრეს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილი პერიოდულად წუხდა ხოლმე, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და შეუსაბამოდ ბევრი დემოკრატია გვაქვსსაქმე ის არის, რომ იმ ეკონომიკურ მოდელს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის კიდევ უფრო რადიკალიზება იგეგმებალიბერალური დემოკრატია უკვე ხელს უშლის. როგორც უთანასწორობის მკვლევარი ბრანკო მილანოვიჩი ფიქრობს, გლობალური ნეოლიბერალიზმი ძველი სახით მთავრდებაის რჩება მხოლოდ ეკონომიკის სფეროში, ხოლო მისი სოციალური ნაწილი (მისი ზენაშენის ნაწილი)  – მულტიკულტურალიზმი, სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება, თანასწორობის პროექტებიძველი სახით ალბათ, ვეღარ იმუშავებს. იმიტომ, რომ მოგების ახალი ლოგიკისთვის ხელის შემშლელიაიგივე შეიძლება ითქვას დემოკრატიის ლიბერალურ გაგებაზეც, რომელიც არ გაქრება, მაგრამ საგრძნობლად შეიცვლება.

„ქართული ოცნება” თავს ტრამპისტად ასაღებს და შთაბეჭდილებას ქმნის, რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც აკეთებენ, სრულ ჰარმონიაშია ტრამპის პროექტთან. უფრო მეტიც – „ქართული ოცნება” ტრამპამდელი ტრამპიზმია! გადავამოწმოთ: ტრამპი, ბევრის აზრით არც ფაშისტია და არც პოპულისტი, ტრამპი მერკანტილისტია.

17- საუკუნის ეს ეკონომიკური დოქტრინა ქვეყნებს შორის ვაჭრობას ეკონომიკური აქტივობის საფუძვლად განიხილავს და შესაბამისად იმპორტის შემცირება და ექსპორტის ზრდა მის მიზნებს შორის პირველ რიგებშია (ტრამპის მიერ ტარიფების ომის დაწყება და პანამის არხზე კონტროლის ქონა ამ მიზანში ეწერება),  ეს კი შეუძლებელია პროტექციონიზმის გარეშეადგილობრივი წარმოება კონკურენტუნარიანი უნდა იყოს როგორც ადგილზე, უცხოურ საქონლებთან, ისე საერთაშორისო ბაზარზე. პროტექციონიზმი, ანუ ადგილობრივი მძიმე და საშუალო მრეწველობის რიგი დარგების, ისევე, როგორც  ტექნოლოგიური წარმოების დაცვა და მათი პროექტების სახელმწიფოს ფულით დაფინანსება ტრამპის მერკანტილიზმის აუცილებელი ნაწილი შეიძლება იყოს. ტრამპიზმის ძირითადი ჩანაფიქრი ეს არის და არა უბრალოდ კონსერვატული რევანში, როგორც ეს ლიბერალებს და კონსერვატორებს ერთდროულად გონიათ. აქ კიქართული ოცნება” ანტიტრამპისტია და არა ტრამპისტიქართული ოცნების ეკნომიკური პოლიტიკა ანტიპროტექციონისტული და რეგრესული იყო და არის და სავარაუდოდ ასეც გაგრძელდება, ექატრაქტივიზმის გაზრდილ მასშტაბებთან ერთად. ეს არის ძველი ყაიდის ნეოლიბერალიზმი, რომელიც კაპიტალების გლობალიზაციის იმედად არის დარჩენილი. ტრამპის ნაბიჯები კი ანტიგლობალისტურია და ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს

  1. ეკონომიკურად გლობალიზაციამ დასავლეთის საშუალო კლასებს არაფერი მოუტანა. 1988 წლიდან 2008 წლამდე პერიოდი (.. “მაღალი გლობალიზაციისხანა) კარგი იყო აზიის საშუალო კლასებისთვის და გლობალური ელიტების 1%-სთვის, მაგრამ არა დასავლეთის საშუალო კლასებისთვის.
  2. გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ჩინეთის აღზევებას, რომელიც ამჟამად აშშ მთავარი კონკურენტია

ძველი სამყარო ყირაზე დგება: გლობალიზაცია ხდება არა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, არამედ პირიქითაღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და მისი მთავარი მედროშე ჩინეთია. ამ განლაგებაში ქართული ოცნება ფსონს დებს გლობალიზაციაზე (კორიდორი ამის ნაწილია), მაგრამ მაინც ამაყად ამბობს, რომ ტრამპისტია. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ტრამპი მერკანტილისტია, ივანიშვილი მერკანტილურია

„ქართული ოცნების” მთავარი იმედი ახლა დერეფნის კონცეფციაზე გადის, რომელსაც უნდა ვთქვათ, რომ რაიმე ფორმით მაინცგვერდს ვერ აუვლის ვერც ნებისმიერი განლაგების კოალიციური მთავრობა. დავაზუსტოთ: ეკონომიკური დერეფანი ეს არის გზა, რომლის გავლითაც საქონლის, მომსახურების, ენერგიის, ადამიანების ნაკადები მოძრაობენ და ამ ნაკადების მოძრაობის ეფექტურობა ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას. დერეფნებს შორის არსებობს განსხვავება როგორც მათი ფლობის, ისე იმ ქვეყნების ინსტიტუციურ მოწყობების თვალსაზრისით, სადაც ეს დერეფნები გაივლის

საქართველო ალბათ ორი გიგანტური პროექტის გამტარი გახდება: შუა დერეფნისა და .. შავი ზღვის კაბელის (ისევე როგორც გაზრდილი აზერბაიჯანული ნავთობის და გაზის გამტარი).   

შუა დერეფნის პროექტი  ევროპისა და ჩინეთის, უმსხვილესი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორების დამაკავშირებელ ყველაზე მოკლე სახმელეთო გზას გულისხმობს.   2022 წელს, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 900 მილიარდ ევროზე მეტი იყოანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მთავარი ფუნქცია სწორედ ეს იქნებაცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთის გატარება.[8] ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა საქართველოსთვის, მინიმალური ანაზღაურებისშრომის პროგრესული სტანდარტის, დაბეგვრის პროგრესული მოდელისა  და გადანაწილების ინსტიტუციონალიზებული მექანიზმების ქონის შემთხვევაში. მაგრამ ალბათ ყველა გრძნობს, რას უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან, რომელმაც სულ ახლახანს 104 000 ჰექტარი ტყე მადლობის ნიშნად აჩუქა მასთან დაახლოებულ ბიზნესმენს

 მეორე პროექტს  შავი ზღვის კაბელის სახელით ვიცნობთამ პროექტით  აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას და რუმინეთს, და  უნგრეთში გაიყიდება. საუბარია 1 000 მეგავატი სიმძლავრის კაბელზე, რომელიც  1 100 კმიანი იქნებაროგორც ჩანს, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ამ პროექტთან დაკავშირებას ცდილობს. ამ გეგმის მიხედვით, 2033 წლისთვის საქართველოს ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრე, რომელიც ახლა 4586 მეგავატია და რომლის 74% ჰესებზე მოდის, უნდა გაორმაგდეს და 9848 მეგავატს უნდა მიაღწიოს  ამ გეგმის განხორციელება გულისხმობს როგორც ნამოხვანჰესის გაცოცხლებას, ისე ცხენისწყლის კასკადის და ხუდონჰესის აშენებას

დერეფნებს, როგორც უკვე ცნობილია თავისი ხასიათი აქვს. მკვლევრების ნაწილი, მაგ. სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში განხორციელებული ეკონომიკური დერეფნების მაგალითზე ამბობს, რომ ეკონომიკური დერეფანი აჩქარებს და ამწვავებს კლასობრივ დაპირისპირებებს და აძლიერებს კაპიტალს და ასუსტებს შრომას, ამასთან ის ბადებს ახალ სოციალურ ძალებსმაგ. მშრომელების ახალ კლასებს ერთის მხრივ და მეორე მხრივ ანტიდემოკრატიულ ალიანსებს ბიზნეს ელიტებსა და ხელისუფლებაში მყოფებს შორის

მაგ. მეკონგის რეგიონის ეკონომიკური დერეფნების მაგალითი აჩვენებს, რომ იქ დომინირებსგეოგრაფიულად მობილური კაპიტალისტების, პრივილეგირებული საშუალო კლასებისა და სახელმწიფო აქტორებისინტერესები. მაგრამ დერეფნებს ყავს თავისი დამარცხებულებიც: დაქირავებით მშრომელები, სოფლის მაცხოვრებლები, მცირე ბიზნესი, მცირე ფერმერული მეურნეობები

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთანაც ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება

და ზუსტად ამ ნაწილში, მგონია, რომ ივლიანე ხაინდრავაუშვებს ერთ ტრადიციულ შეცდომას, რომელიც ხალხს პოტენციურ (თუნდაც მთვლემარე) სუბიექტად არ განიხილავს, ან განიხილავს მხოლოდ ხალხის იმ ნაწილს, რომელიც დედაქალაქში პოლიტიკური რეფორმებისთვის, ან ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩაში გამოდის. ალბათ ამიტომაც, მის ტექსტში საქართველოს „აზერბაიჯანიზაცია“ გარდაუვალობად ისახება. 

„ქართული ოცნების” დერეფნის კაპიტალიზმი შექმნის ობიექტურ წინაპირობებს სიმდიდრის გადანაწილებაზე და  გარემოს დაცვაზე მომართული წინააღმდეგობებისთვის და ალბათ შექმნის წინაპირობებს ფართო კოალიციისთვის დაქირავებით მშრომელებს, სოფლად მცხოვრებ ადამიანებსა და ქალაქის დაბალ საშუალო კლასებს შორის. ეს კი სწორედ ის არის, რაც მიმდინარე პროტესტს აკლია. და ასეთი კოალიცია  უფრო გაადვილდება, თუ მიმდინარე პროტესტის ნაწილი მაინც, ღია დარჩება ამისთვის. 

 პროტესტის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემთხვევაშიც.