ბექა ქურხული

უკანა გზაზეც საათ-ნახევარი ვიჩახჩახეთ მეტრომდე; როგორც იქნა, მივაღწიეთ და რომ გვეგონა,  გვეშველა, ისეთი საჰაერო განგაში ატყდა და ისეთი დაიქცა ცა, დნეპრი მოგვენატრა... მეტროსადგური სასწრაფოდ ჩაკეტეს, რადგან ჩვენს ხაზს  მდინარე დნეპრი უნდა გადაეკვეთა და ძალიან დიდი რისკი იყო, რუსებს სწორედ ხიდებისა და სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის დაერტყათ...

ბექა ქურხული

მოკლედ, ვისაც რუსების ჯავრი გვჭირს და ვისი სისხლიც რუსეთს მართებს, ყველანი უკრაინაში გადმოვედით, რუსეთთან საბრძოლველად, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, წარსული დაპირისპირებისა თუ უთანხმოების მიუხედავად. ქართულმა ვენდეტამ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყველა გაგვაერთიანა...

ყველაზე მეტად ის შეგრძნება მენატრება.. აი ძილის წინ უკვე გათენებას რომ ველოდებოდი, ერთი სული, რომ მქონდა მალე გამეღვიძა, ავმდგარიყავი და ისევ დაცულ ტერიტორიებზე წავსულიყავი. დღესაც ასე ვარ, ამდენი წლის შემდეგაც.. სიყვარულს არაფერი აკლდება.. ზუსტად ვიცი, როცა გაიცნობ შენც შეგიყვარდება.

ბექა ქურხული

     დაბოლოს, როდესაც ერთი კვირის შემდეგ  მეორე სართულზე, კვლავ  „ჩემს ოთახში“, ნამდვილ ადამიანურ საწოლზე გავიშხლართე, სადაც მატრასებისგან განსხვავებით, ძილში წონასწორობის დაცვა აღარ მიწევდა, ნამდვილი კახური გულწრფელობით აღმომხდა...

ბექა ქურხული

დედაჩემის „სიყვარული ყველას უნდაში“ არ იყოს: - „არც ნერვებს მოვიშლი და არც რა... აგრემც პუტინს მოიხვედრია ცხელი ტყვია...“. სუ მაგ ბოზიშვილის ბრალია, თორე 100 წელი რა გვინდოდა ჭყონიას და მე დნეპრის მეტრო „ვაგზალნაიაში“?..

ბექა ქურხული

როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ სასტუმროში, უამრავი სხვადასხვა ბედისა და ხასიათის დევნილი ცხოვრობდა ზოგი ხალისით გვეკონტაქტებოდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამ დღეებში ყველაზე მეტ ყურადღებას ერთი მოხუცი ქალი იქცევდა, რომელიც დღიდან დღემდე, დილიდან საღამომდე, სულ ერთსა და იმავე ადგილას იჯდა ფეხმოუცვლელად და არა მარტო ჩვენ, საერთოდ არავის ელაპარაკებოდა.

ბექა ქურხული

დღეს ზაპოროჟიეში მივყავართ ვადიმას. იქ კაზინო და კიდევ რაღაც შენობა აქვს... ახლა რა თქმა, უნდა ორივე დაკეტილია, ზაპოროჟიე ჩრდილოეთიდან პირდაპირ ემიჯნება, მარიუპოლს. რუსები უკვე ზაპოროჟიეს ოლქშიც არიან შემოჭრილები, ანუ მაქსიმალურად ვუახლოვდებით, ე.წ. „ნულევოი ფრონტს...! გუშინწინ მომეჩვენა, რომ ვადიმამ ცოტა გამომცდელად გვკითხა: - მინდა ამ ჩემს უძრავ ქონებას დავხედო ზაპოროჟიეში და გამომყვებითო?..

ზურა ჯიშკარიანი

მე თუ მკითხავთ ეკლესიები, გეთსამანიის ბაღები და მსგავსი ადგილები აუცილებლად უნდა იყოს ღია ღამითაც, არ შეიძლება ადამიანს დაუწესო დრო როდის ილოცოს და როდის არა.

ბექა ქურხული

გამთენიისას დაბომბვამ გამაღვიძა. სერიოზულად დაგვიშვეს. იმდენად ახლოს ცვიოდა ჭურვები, რომ აფეთქებების ბათქი, განგაშის სირენების ხმას ახშობდა. ამხელა შენობა - მთელი სასტუმრო ერთიანად ზანზარებდა. ფანჯრებზე სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული, ე.წ. „სვეტამასკიროვკა“, მაგრამ, ოდნავ შემოპარულ სინათლის სხივებზე მაინც მივხვდი, რომ სულ ახალი გათენებული იყო...

პუბლიკა

ყველა სტიქია და ყველა საქციელი შეთქმულია შენ წინააღმდეგ. იქნებ, შენთვის უკეთესი იქნება ჩაიცვა სიძულვილის აბჯარი, დაიმალო ზიზღის ციხე-სიმაგრეში, იოცნებო ზეადამიანურ უდარდელობაზე? თუმცა დროის ექოები ადრე თუ გვიან მაინც მოგაგნებდნენ შენს ყველაზე შორ დავიწყებაშიც კი... როცა ჭრილობას არაფერი აფერხებს, თავად იდეებიც წითლად იღებებიან ან გროვდებიან ერთმანეთზე როგორც სიმსივნეები.

პუბლიკა

დროებითი მთავრობა, წარმოადგენს რა კომპრომისული გადაწყვეტილების უშუალო შედეგს, მიმართულია პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისკენ - იგი მიზნად ისახავს არა დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის არსებული კონფლიქტის ჩახშობას, არამედ მის მართვას იმგვარად, რომ ოპტიმალურად რეალიზდეს ეროვნული ინტერესები.

ნინო ნატროშვილი

„ერთხელ ძალადობის შემთხვევა ჩემს თანატოლს ჰქონდა. მახსოვს, რომ მიამბო, ისეთი შოკირებული ვიყავი, რამდენიმე სიტყვის თქმა ძლივს შევძელი. მაშინ არ ვიცოდი, რა მერჩია და ვერაფრით დავეხმარე. მინდა, ამ ტრენინგით თავადაც გავძლიერდე და სხვებსაც მხარი დავუჭირო“, - ჰყვება ანა.