ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაცია - მაკრომსჯელობა

ირინა კვახაძე

2020 წლის 28 დეკემბერს ინტერნეტგამოცემების (და არამარტო ინტერნეტგამოცემების) გვერდებმა ახალი ამბავი გვამცნეს, პრემიერი ონლაინვაჭრობის ხარისხით უკმაყოფილოაო.

ახალმა ამბებმაც დააგვიანა და პრემიერმაცაგერ უკვე 2020 წლის მარტიდან ვართ ონლაინვაჭრობით გატანჯულიაზნაურნიცდაუაზნონიც“. 

ერთერთ წინა ბლოგში დავწერე, რა სირთულეები ხვდებათ ონლაინმოვაჭრეებს და რატომ არ არის ადვილი ამ საქმის გამართვა. დღეს კი მინდა, საუბარი მაკროსივრცეში გადავიტანოთ.

გაუმართავი ონლაინვაჭრობა მხოლოდ სიმპტომია, პრობლემა კი ქვეყნის ნელი დიჯიტალიზაციაა. დღეს, ციფრულ ერაში ქვეყნებისა და მთავრობების ბევრ, ერთმანეთთან გადაჯაჭვულ სტრატეგიას, კიდევ ერთიციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია დაემატა. ქვეყნებისთვის წარმოუდგენლად რთული იქნება კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ციფრული განვითარებისთვის ფეხის აწყობის გარეშე.

ვიმედოვნებ, საქართველოში ამ თემაზე მსჯელობა სიმპტომის გამო უკმაყოფილების გამოხატვას გასცდება და ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაცია იმ თეთრ, მრგვალ მაგიდაზე დაიკავებს ადგილს, რომელზეც ქვეყნის ბედი წყდება.

ამასობაში მდიდარი და განვითარებული ქვეყნები უკვე დიდი ხანია ამ თემაზე მსჯელობენ. „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ“ („ოისიდი“), სადაც მსოფლიოს 37 მდიდარი ქვეყანაა გაწევრებული, მსოფლიოს ციფრული ტრანსფორმაციისადმი მიდგომაც შესთავაზა. რადგან ველოსიპედი უკვე გამოგონებულია (და არამხოლოდ ამ ორგანიზაციის მიერ) და რადგან ოდესმე ამ ველოსიპედზე ჩვენც უნდა შემოვჯდეთ, კარგი იქნება, მეტი შევიტყოთ მასზე

ოისიდისმიდგომა გამოყოფს 7 განზომილებასწვდომას, გამოყენებას, ინოვაციას, სამუშაო ადგილებს, საზოგადოებას, ნდობას და ბაზრის ღიაობასდა თვლის, რომ ციფრულ ტრანსფორმაციაზე ამ განზომილებებში უნდა ვიფიქროთ,  გავატაროთ რეფორმები, მივიღოთ გადაწყვეტილებები. ამ ბლოგის პირველ ნაწილში თითოეულს გაგაცნობთ, ხოლო მეორეშივფიქრობ, საინტერესო იქნება, საქართველოს სტატუსქვოს დანახვაოისიდისმიერ შემოთავაზებულ ჩარჩოში.

წვდომა 

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და სერვისები დიჯიტალიზაციის ფუნდამენტია. „წვდომაშისწორედ ამ ინფრასტრუქტურისა და სერვისების ხელმისწვდომობა იგულისხმება. „ოისიდისაზრით,  ამ სფეროში ინვესტიციებისა და კონკურენციის წახალისება  აუცილებელია, რომ სულ უფრო მეტ ადამიანი ჩაერთოს დიჯიტალიზაციის პროცესში.

აქვე ხაზგასმულია, რომ დიჯიტალიზაციისთვის აუცილებელია, ინტერნეტი გასცდეს ურბანულ სივრცეებს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი.

გამოყენება

ტექნოლოგიები მაშინ მოგვიტანს დიდ სარგებელს, როცა მათ ეფექტურად გამოვიყენებთ, ამბობსოისიდიდა საღი აზრი. 

სახელმწიფო სერვისების გაციფრულება ერთერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის დიჯიტალიზაციის სტრატეგიაში.  მმართველობის გაციფრულებასთან ერთად საჭიროა იმ მონაცემების დემოკრატიზება, რომლებიც საჯარო ინსტიტუტებში გროვდება, ცხადია, პერსონალური მონაცემების დაცვით.

ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს მცირე და საშუალო საწარმოებიმათ მიერ ტექნოლოგიების ათვისება. ხშირად  ეს სექტორი მსხვილ ბიზნესს საკმაოდ ჩამორჩება გაციფრულებაში. მათთვის მთავარი ბარიერებია მწირი ინფორმაცია ტექნოლოგიებზე, გაციფრულებაში ინვესტიციის ჩასადებად საჭირო მწირი ფინანსური რესურსი და ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული სამუშაო ძალის ნაკლებობა. მათი როლი ეკონომიკაში კრიტიკულია და ამიტომ შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს მათ მიერ ციფრული ტექნოლოგიების მიერ მოტანილი სიკეთეების გამოყენებას.

ინოვაციები

ციფრული ტრანსფორმაციის განუყოფელი ნაწილია ინოვაციები. ახალი ტექნოლოგიები ბაზარზე ახალ მოთამაშეებს აჩენს, ცვლის მომხმარებლის, მიმწოდებლის ქცევას, ბაზარზე არსებულ კომპანიებს უბიძგებს გარდაქმნისკენ.

იმისთვის, რომ ქვეყანაში ინოვაციური მუხტი შეიქმნას და ტექნოლოგიების მეშვეობით ქვეყანა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული გახდეს, სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა შეიქმნას, მაქსიმალურად შემცირდეს ბაზარზე შეღწევის ხელოვნური, ბიუროკრატიული ბარიერები, მეწარმული მარცხი მეწარმისთვის სასიკვდილოდ მძიმე არ უნდა იყოს.

ინოვაციებისთვის არანაკლებ აუცილებელია საგანმანათლებლო ბაზის მუდმივი განვითარებასაგანმანათლებლო ინსტიტუტებში ტექნოლოგიური მეცნიერებების სწავლება, კვლევითი საქმიანობა, ასევე, საგანმანათლებლო სექტორისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ინოვაციების კომერციალიზაციის მიზნით.

სამუშაო ადგილები

ალბათ, უკვე ყველამ ვიგრძენით, როგორ შეიცვალა შრომის ბაზარი, რამდენი ახალი უნარის ათვისება გვჭირდება, რომ ეკონომიკურად აქტიური ვიყოთ.

გაციფრულების ერთერთი გამოწვევაა იმ ადამიანების გადამზადება, რომელთა პროფესიული ცოდნა თუ უნარები აღარ არის ციფრული ეკონომიკის საჭიროებების შესაბამისი. „ოისიდისთქმით, ციფრულ ერაში, სამუშაო ძალისთვის კრიტიკულად აუცილებელია გამოთვლითი და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საბაზისო უნარების ფლობა.

ეს საჭიროება აუცილებლად უნდა აისახოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში განათლების ყველა ეტაპზე.

საზოგადოება

დიჯიტალიზაციას ახალი შესაძლებლობები და ახალი გამოწვევები მოაქვს საზოგადოებისთვის.

სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაცემების, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აუმჯობესებს სოციალურ პროგრამებს და პოლიტიკას, უმჯობესდება და უფრო ხარჯეფექტური ხდება ჯანდაცვის მართვაც და ჯანდაცვაზე წვდომაც (მაგ., ტელემედიცინა); სახელმწიფო სერვისების გაციფრულებით ბევრად ხელმისაწვდომი და ნაკლებბიუროკრატიული ხდება ეს სერვისები მოქალაქეებისთვის.  ციფრული ტექნოლოგიების ჩართვა პოლიტიკის შემუშავებასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში სწორედ ამიტომ არის აუცილებელი.

ამ სიკეთეების პარალელურად, თანაბარი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ახალ საფრთხეებს, რაც გაციფრულებით იჩენს თავს: ეკრანზე დამოკიდებულებით შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემები, კიბერბულინგი და კიბერთაღლითობა, მასიური დეზინფორმაცია.

ოისიდიხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და გადაწვეტილების მიღების ავტომატიზაციის გამოყენების მორალურ და ეთიკურ მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას და მთავრობების თუ მთლიანად საზოგადოების წინაშე სვამს რთულ ამოცანას: როგორ უზრუნველვყოთ ამ ტექნოლოგიების გამოყენების დროს გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებაზე და ანგარიშვალდებულება.

ნდობა

ციფრული ტრასფორმაცია ნდობის გარეშე წარუმატებელი იქნება. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ციფრული გარემო მისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე საფრთხის შემცველი. ამგვარი ნდობის გასაჩენად კი, „ოისიდისაზრით, აუცილებელია ციფრული რისკების მართვა, პერსონალური მონაცემების დაცვა, ციფრული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა როგორც ერთი ადამიანის, ისე, კომპანიის თუ სახელმწიფოს დონეზე. ციფრული რისკების მართვაზე საუბრისას, „ოისიდიმცირე და საშუალო საწარმოების სექტორს გამოყოფს და მიიჩნევს, რომ მათ ამ საფრთხის თავიდან აცილებაში მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

კიბერუსაფრთხოების მართვის ერთერთ ინსტრუმენტად კი კიბერრისკების დაზღვევა სახელდება, რაც სადაზღვევო ინდუსტრიისთვის საკმაოდ საინტერესო თემა უნდა იყოს

ღია ბაზარი

ღია, ხელოვნური ბარიერებისგან თავისუფალი ბაზარი თითქმის ყოველთვის სარგებლისმომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ციფრული ტექნოლოგიები არად დაგიდევენ ფიზიკურ საზღვრებს, მათი მეშვეობით კომპანიებისთვის და ადამიანებისთვის კიდევ უფრო მარტივდება გლობალურ ეკონომიკაში ჩართვა.

ეს პროცესი რომ შეუფერხებლად წარიმართოს და ქვეყნისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, აუცილებელია,  შესაბამისად განვითარდეს მარეგულირებელი ჩარჩოც: ცხადი იყოს საერთაშორისო ბაზრებზე მოქმედი კომპანიის დაბეგვრისა თუ მასზე სხვადასხვა რეგულაციური რეჟიმის მოთხნოვების გავრცელების საკითხები, საზღვრებსშორისი მონაცემების მიმოქცევის წესები.

როგორც ხედავთ, ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თითქმის ყველა სფეროს ეხება და მასზე მსჯელობა ერთ კონკრეტულ პრიზმაში არ უნდა წარიმართოს.

თუ კორონას მიერ შეცვლილ გარემოსა და მსოფლიო ტრენდებს გადავხედავთ, ისიც ცხადია, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია აუცილებლად უნდა დადგეს პოლიტიკის შემმუშავებელთა დღის წესრიგშისხვაგვარად რთულად წარმოსადგენი იქნება ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის ციფრულ რუკაზე.

  • სტატია მომზადებულია” “ოისიდის” “2020 წლის ციფრული ეკონომიკის მიმოხილვის” მიხედვით

ბლოგ-პოსტების სერიას წარმოგიდგენთ საინვესტიციო კომპანია – სინერჯი კაპიტალი