რა იქნება ხვალ?

ოთარ ტაბატაძე

,,ორიენტ ლოჯიკის“ საოპერაციო დირექტორი


დღეს ტექნოლოგიების განვითარება იმდენად სწრაფად აღწევს ყველა პროფესიულ სფეროს და იმდენად სწრაფადვე ცვლის მთელი რიგი დარგების  ტრადიციულ მიდგომებს და მნიშვნელობას, რომ კითხვაზე – თუ რა იქნება რომელიმე პროფესიულ დარგში, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ  – პასუხი მარტივი არ არის.

გასულ წელს, ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან მოწვევა მივიღე, ციფრული HR (ადამიანური კაპიტალის მართვა) სალექციო კურსის გაკეთებასთან დაკავშირებით. დავთანხმდი და ციფრული HR ის კურსის სილაბუსზე მუშაობისას გავაცნობიერე ის რომ –  1 წლის განმავლობაში რაც მაგისტრანტებისთვის უნდა მესწავლებინა და აქტუალური მეგონა მოცემული მომენტისთვის, შესაძლოა ამ კურსის დასრულებისას, 1 წლის შემდეგ – საერთოდ აღარ ყოფილიყო რელევანტური, იმდენად დაჩქარებულია ცვლილებები ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპების გამო.

მერე წარმოვიდგინე კლასიკური საუნივერსიტეტო განათლება, 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამით. თუ საქმე განსაკუთრებით ტექნოლოგიების დისციპლინებს ეხება, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს დრო, დიდწილად შეიძლება ფუჭად დაკარგული აღმოჩნდეს. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სწავლა „აქ და ამჟამად“ პრინციპით, რადგან მხოლოდ მაშინ აქვს კონკრეტული ცოდნის მიღებას აზრი, თუ ეს ცოდნა იმ გარემოსთან ადაპტაციაში გეხმარება, სადაც დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში ცხოვრობ.

ფორმალური განათლება, რომელიც ყველაზე კარგ შემთხვევაში გამზადებს იმ რეალობისთვის, როდესაც ეს სასწავლო პროგრამა შეიქმნა – ცხადია ვერ იქნება ეფექტური და ვერ დაგეხმარება იყო მზად გამოწვევებისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა და მითუმეტეს იმ გარემოსთვის, რომელიც მომავალში დადგება, კომპეტენციის უკვე სრულად განსხვავებული მოთხოვნებით.

მოდით ამჯერად წარმოვიდგინოთ სიტუაცია პირიქით. როდესაც შენი კომპეტენცია წინმსწრებია იმ რეალობისთვის, რომელშიც გიწევს ცხოვრება. მაგალითად წარმოვიდგინოთ მანქანის ხელოსანი, რომელიც ცხოვრობს ისეთ სოფელში, სადაც მხოლოდ ორ ადამიანს აქვს ავტომობილი, დანარჩენს კი მხოლოდ – ურემი, ეტლი და მარხილი. ასეთ შემთხვევაში რას იზამს მანქანის ხელოსანი?! ცხადია ადგება და სამუშაო ადგილს შეიცვლის. წავა დიდ ქალაქში – იქ სადაც ეს კომპეტენცია უკეთ გამოადგება. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით ჩვენც,  „ორიენტ ლოჯიკი“ რომელიც 1995 წელს დაარსდა და თითქმის 27 წელია ქართულ ბაზარზეა, როგორც კომპლექსური IT ინტეგრატორი. ორიენტს“ წლების განმავლობაში უმაღლესი პარტნიორული სტატუსი  აქვს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან, როგორებიცაა DELLEC,  Hewlett Packard enterpriseIBM, RedHat და ასე ემდეგ, საკმაოდ ბევრია. ეს გლობალური ტექნოლოგიური კოომპანიებიი „გვაიძულებენ“, ჩვენი გუნდის წევრებს გავატაროთ პერმანენტული სერტიფიცირებები, ცალკეული ტექნოლოგიური პროდუქტებისა თუ გადაწყვეტილებების ჭრილში. შესაბამისად ჩვენ უდიდეს ინვესტიციებს ვაკეთებთ ინჟინრების სპეციფიური ცოდნების გაღრმავებაში, რათა კომპანიის განვთარების შემდგომ საფეხურებზე გადასვლისას – ორგანიიზაციას პარტნიორული სტატუსი შენარჩუნდეს ან უკეთესი იქნას მიღწეული.

ამისთვის, როგორც დამსაქმებელს, გიწევს შენი გუნდის წევრები მუდმივი გადამზადების რეჟიმში გყავდეს, რითიც თავის მხრივ თანამშრომლებიი კმაყოფილები არიანრადგან უნიკალურ კომპეტენციას იძენენ, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ადამიანებისთვის დგება საკითხი თუ რამდენად შეძლებენ ისინი ამ კომპეტენციების ლოკალურ ბაზარზე რეალიზებას, რადგან ჩვენი IT ბაზარს შედარებით დაბალი მოთხოვნები აქვს, საერთაშორისო IT მარკეტთან შედარებით. 

საკითხი კი ყოველთვის ასე დგას: როდესაც საკუთარი კვალიფიკაციის გამოყენების საშუალება არ გეძლევა, ასეთ შემთხვევაში ადამიანი ან შეიცვლის სამუშაო ადგილს და წავა იქ, სადაც ამ კომპეტენციის უკეთ რეალიზების საშუალება ექნება, ან მეორე გზა აქვს – შეწყვეტს განვითარებას და ნაკლებად მიმზიდველი, დაბალი კატეგორიის მოთხოვნებთან ადაპტაციას დაიწყებს, ანუ შეწყვეტს განვითარებას.  ალბათ  ეს უკანასკნელი – არავისთვის იქნებოდა მიმზიდველი.

სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი OL Academy დაგვეარსებინა, სადაც ამ მაღალი კომპეტენციის, უნიკალური გამოცდილების თანამშრომლების და ჩვენი კომპანიის მეგობრების საშუალებითერთის მხრივ წვლილს შევიტანდით ქვეყნის IT ეკოსისტემის გაჯანსაღება-განვითარებაში, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენს პროფესიონალებს საშუალებას მივცემდით მოეხდინათ საკუთარი კომპეტენციის გამოყენება – ცოდნის გაზიარებისა და ახალგაზრდა თაობის განვითარების კუთხით. 

ჩვენს ქვეყანაში რეალურად დასაქმების პრობლემა არ დგას – აქ უფრო ტექნოლოგიური მიმართულებით კომპეტენციების დეფიციტის პრობლემა გვაქვს. სამწუხაროდ ის ხალხი, ვისაც საკუთარი ცოდნის სრულყოფილად რეალიზება სურს, საერთაშორისო ბაზარზე მიდის.

დღეს, პროგრამული უზრუნველყოფის და ე.წ. ქლაუდ თავსებადი ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, სხვადასხვა პლატფორმებით, მეტ ნაკლებად მიერთებულნი ვართ გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარს, ამიტომ სინამდვილეში დასაქმების პრობლემა არ უნდა გვქონდეს, ცხადია იმის პირობებში თუ დავაკმაყოფილედით ბაზრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. გლობალური IT მარკეტში ადამიანურ კაპიტალზე მოთხოვნა კი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად განვითარდა ე.წ. Freelancer-ების პლატფრომები, სადაც ადამიანებს დისტანციურად მუშაობის ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვთ, ამიტომ დღეს სამუშაოს გამო უცხოეთში წასვლა აღარ არის საჭირო, შეგიძლია შენს ქვეყანაში ცხოვრობდე და ამავე დროს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ერთდროულად მუშაობდე.

არც ისე დიდი ხნის წინ – ვერც კი წარმოვიდგენდით რომ სერვისებს რასაც დღეს ვიღებთ, იქნება ეს ტრანსპორტირება, კვება, უძრავი ქონების გაყიდვა და გაქირავება, 100%-ით ისეთი ტექნოლოგიური კომპანიებისგან იქნებოდა მართული და აქ აღმოვჩნდებოდით როგორც მომსახურების მიმღები, ასევე მომსახურების გამცემიც. თან აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კომპანიები, რომლებსაც აქტივი, რითიც გვემსახურება, მფლობელობაში საერთოდაც არ აქვს. Bolt-ს არ ფლობს ავტომობილებს, Airbnb-ს ერთი სასტუმროც კი არ აქვს საკუთარი, ხოლო Glovo-ს და Wolt-ს – არცერთი რესტორანი. ამ სერვისებს რეალურად ტექნოლოგიური კომპანიებისგან ვიღებთ. ასევე ვერ წარმოვიდგენდით თუ როგორ ოსტატურად გამოიყენებდა ასაკოვანი ტაქსის მძღოლი ისეთ გაჯეტს, რომელიც არც ისე მარტივ პროგრამულ პლატფორმებზეა მიერთებული. 

პროფესიებში კვალიფიკაციის გაგებაც შეიცვალა – ადრე მე რომ ჩემი 20 წლიანი HR-ული გამოცდილება კონკურენტული უპირატესობა მეგონა, ეხლა ასე აღარ არის, ზუსტად იმავე კონკურენტულ კატეგორიაში ვარ, როგორშიც გამოუცდელი, მაგრამ ჩემი მსგავსი ტექნოლოგიური კომპეტენციის მქონე ახალგაზრდა, დამწყები HR სპეციალისტი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენს ტექნოლოგიურ აკადემიაში OL Academy ასაკობრივ შეზღუდვა საერთოდ არ გვაქვს. აქ სწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მთავარია მსურველს პერსონალური კომპიუტერის გამოყენება შეეძლოს, ჰქონდეს სწავლის და განვითარების სურვილი.

ჩვენს ტრეინინგ ცენტრს ორი მიმართულება აქვს და ძირითადად მაღალ ტექნოლოგიური სასწავლო მოდულებზე ორიენტირდება: ერთი მიმართულება არის ფიზიკური პირებისთვისპრაქტიკულ სამუშაო გარემოში, ინტენსიური კურსით. ხოლო მეორე მიმართულება იურიდიული პირებისთვისაა. კომპანიებს, მათზე მორგებულ სასწავლო კურსებს ვთავაზობთ, რაც სრულად დამკვეთზე მორგებულ სასწავლო და სტაჟირების პროგრამებს ითვალისწინებს. ასევე – სხვადასხვა ტენოლოგიური მიმართულებით, კომპანიებში უკვე არსებული თანამშრომლების გადამზადებას გულისხმობს.

ვნახეთ, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ  ტექნოლოგიური მიმართულებით სტაჟირების პროგრამების მართვის გარეთ „აუთსორსზე“ გატანას – რადგან ურჩევნიათ ეს საქმე იმან აკეთოს, ვისაც ამის ბევრად დიდი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს და ეს აბსოლიტურად რაციონალური და სწორი არჩევანია. მათ აღარ უწევთ მოაცდინონ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სტაჟიორების მსურველთა სწავლებისა და მენტორინგისთვის, რაც დამსაქმებელს – რესურსების ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას აძლევს.

ასევე პერმანენტულად გვაქვს ღია ტრენინგები ფიზიკური პირებისთვის – კურსის დამთავრების შემდეგ, მათ ან ჩვენ ვთავაზობთ სამსახურს, ან კურსის დასრულებამდეც კი – პირდაპირ გვართმევენ სხვა ტექნოლოგიური კომპანიები. ცალკეული მოდული შეიძლება რამდენიმე ეტაპს გულისხმობდეს. სხვადასხვა პრაქტიკულ სასწავლო კურსს განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ნაწილი ერთ, ორ ან სამ ეტაპიანია. ცალკეული ეტაპის დასაძლევად  1 დან 3 თვემდეა საჭირო.

ვფიქრობ, დღესვე უნდა დავფიქრდეთ რამდენად ვართ მზად ხვალინდელი დღისთვის. პროფესიის ცვლილება დღევანდელი შესაძლებლობებით ბევრად უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ შეგვიძლია. ამის საშუალებებას დღეს ტექნოლოგიები იძლევა.

თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩვენი აკადემიის ვებგვერდზე https://olacademy.ge დარეგისტრირდეს და დაიწყოს განვITარება დღესვე. ტექნოლოგიებში კომპეტენციის დაგროვება, საშუალებებს მოგვცემს ჩვენვე გავხვდეთ ამ ცვლილებების ნაწილი. ამიტომ ჩვენ ყველა მსურველს დიდი სიხარულით შევხვდებით.