სიტყვა წარმოთქმული ვენეციის ბიენალეზე

ზურა ჯიშკარიანი

01.  მომაკვდავი საბჭოთა იმპერიის (“იმპერია არასოდეს მომკვდარაროგორც ამბობს ერთი ავტორი) კონვეირზე ჩაშვებული ბიორობოტები საბჭოთა კავშირის უკანასკნელი თაობა აღმოვჩნდით, თვალი გავახილეთ თუ არა ეს უზარაზარი მონოლითი ჩამოიშალა და ეს პირველი იმპრინტი იყო დასასრულისა. დასასრულისა, რომელიც მომავალში უამრავჯერ ვიგემეთ. როცა იმპერია დაეცა, ჩვენ ახალი აპოკალიპტური რეალობის პირისპირ აღმოვჩნდით. იმ წლისთვის როცა იკონოკლასტიმატრიცაიყო გამოსულიჩვენ უკვე გვენახა სამი დამანგრველი ომი, ტანკები მოსიარულე ცარიელ ქუჩებში და ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ომში დამარცხებული კაცების სევდა. ამასობაში კარზე მოგვადგა მილენიუმი, ქალობრიობის უცნაური, სიგიჟისშემცველი თარიღი მორიგი დასასრულისა.

ციფრულ, ჯადოსნურ ტრანსგრესიულ მილენიუმს ჩემი თაობა გამორთული დენით შეხვდა, ანთებული სანთლებით თითქოს ლოცვა, რომელიც AM ტალღებზე ისმის და რთული დასაჭერია მათთვის ვისთანაც სიმშვიდე და სითბოა.

ჩვენ დაგვმარხეს ღამით.

სამაგიეროდ, ბევრი სხვა მეომრისგან განსხვავებით, რომლებიც საძმო საფლავებში ამთავრებენ ცხოვრების მოგზაურობასჩვენ ვიცოდით ჩვენი საფლავების ადგილმდებარეობა და ჩვენი მოგზაურობა ჩვენი სიკვდილით არ დამთავრებულაის სიკვდილით დაიწყო.

ეს მნიშვნელოვანიაიცოდე, შენი გვამის მისამართი.

იცოდე, ვინ მოგკლა.

იცოდე, სად ხარ დამარხული.

02. პირველადი ჰუმანიტარული დახმარების ქილაზე ამოვიკითხე სიტყვა პირველად სიტყვა USA და ეს იყო შორეული ოცნება გაზავებული უგემურ საკვებთან, შორეული თუმცა იდენად ახლობელი მელანქოლია ქალაქებზე სადაც ჩვენ არ ვართ, ვინაიდან ყველას ურჩევნია იყოს იქ სადაც თვითონ არაა.ასე გავჩნდითველური ბავშვები” – მშიერი, უცნაური მულტიპლიკაციები სამყაროს ონლაინ ეთერში.

მამაშენის პისტოლეტით დასდევდი პეპლებს სათამაშო მოედანზე.

არაფერი შეცვლილა.

შენ გამზადებდნენ მარსის კოლონიზატორად.

უცხო ქალაქში გიხაროდა ცივი ყავა და უცხოს მიერ ნაყიდი ჰამბურგერი

მოგვიანებით”.

03.. ეს პატარა ბიჭი, ბურთს ვესვრით ერთმანეთს და ასე ვთამაშობთ, მოულოდნელმა ტყვიამ მისი თავისგან სისხლიანი ვარდი გამოძერწა, ბურთის მიღება ვერ მოასწრო და ეს ბურთის ვერ მიღება წლების განმავლობაში იქცა ჩემი განმეორებადი კოშმარების სიუჟეტად.

04. მე დევნილი ვარ. იყო დევნილი გარკვეულწილად ფსიქოდელური გამოცდილებაა, უფრო სწორედ ბედ თრიფი, ყოველდღიურობა მულტიპლიკაციურ დადასიტურ სპეკულაციებს ემსგავსება, ჰგავს ბოსხის ნახატებს, სადაც ის ჯოჯოხეთს გამოსახავს.სწორედ ამ პირობებში მოხდა ჩვენი იმპრინტირება ადამიანის განსხვავებულ სახეობად. ანტისოციალური იმპრინტების კონაჩვენი ყოველდღიური მენიუა, რთულია ცხოვრობდე კიდევ ერთი მოსალოდნელი ომის პერმანენტულ მოლოდინში (ჩვენ კი საქართველოში ასე ვცხოვრობთ) და მაინც მთელი განწირულებით ცდილობდე შეცვალო, გადააპროგრამო საკუთარი თავი და ეს მტკივნეული გამოცდილება გადახარშო ხელოვნებად, ემპათიად, სიყვარულად

05. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფალ სამყაროში, მაგრამ ამ ომების გრავიტაცია ქვევით გვექაჩება,საფლავებისკენ, თუმცა ჩვენ ყველანი მთელი ძალებით ვცდილობთ სიცოცხლის კულტი დავაფუძნოთ.ვინაიდან ყოველი თავის ქალის უკანმინდვრებია ვარდების და ყოველი ვარდის უკანთავის ქალა იმალება.

06. იმპერია არასოდეს დასრულებულა წერს ერთი ავტორი და იისფერ ნისლში იძირება თბილისი, როგორც მოსალოდნელი ომის მუდმივ მზაობაში. Ჩვენ კარგად გვესმის რა სისასტიკეს გადიან ჩვენი მოძმეები უკრაინაში, ამავე იმპერიის აგრესიისაგან, ჩვენ მათთან ვართ, ეს ბრძოლა საკრალურია, რადგან თავისუფლების სახელით მიმდინარეობს ამიტომ ჩემი სიტყვები მინდა დავასრულო ფრაზით: დიდება უკრაინას!

07. ტოტალური ქაოსის პირობებშიჩვენ ვმოქმედებთ როგორ პარტიზანები სიყვარულისა.როგორც დროებით ავტონომიური ზონები. ჩვენი ტრავმები შეიძლება დიდწილად განსაზღვარვს ჩვენს ყოველდღიურობას, ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, ტყვიების კაკანის ქვეშ ჩვენ ვწერთ საკუთარ პოეზიას, ვქმნით კონტრქსელებს, ვლოცულობთ კიბერნეტიკულ ტექსტებს, როგორც მწუხრის ლოცვას და მიუხედავად ღრმა ჭრილობებისა, რომლებსაც შესაძლოა აპათია გამოეწვიათჩვენ ამ ყველაფერმა გამოგვზარდა საკრალურ მეომრებად. იმპერია აუცილებლად დასრულდება და ჩვენი ღამის კოშარები შესაძლოა ბავშვებისთვის მოსაყოლ ზღაპრებად იქცეს, მაგრამ ვერცერთი იმპერია და აგრესია ვერ გააქრობს იმ ფაქტს რო ჩვენ ვარსებობთ, ვარსებობთ ხარვეზებითა და ღამის კოშარებით და არათუ ვარსებობთ, არამედ ვოცნებობთ კიდეც და ეს ოცნება თავისთავში შეიცავს ვარსკვლავების აფეთქებისა და კვაზარების ენერგიას.

ალგორითმებს, რომლებსაც

ბუდას სიმშვიდე,

მგელანგელოზების მრისხანება

და

სამყაროს დაბადების ხილვები მოყვება უფასო აპლიკაციებად.