15 ნოემბრიდან „თიბისიმ” Google-ის გადახდების სისტემის გამოყენება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, ისარგებლონ Google-ის მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით Android-ისა და WearOS- ის მოწყობილობებზე.
თიბისისთვის მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივება პრიორიტეტული საკითხია და სწორედ ამ მიზნით კომპანია Google Pay-ს მხარდამჭერია, რომელიც კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის სასურველი პროდუქტების შეძენასა და საფასურის გადახდას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად შევთავაზოთ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი და რაც მთავარია ეს ყველაფერი, მათი ყოველდღიურობას მარტივს და ეფექტურს ხდიდეს. თიბისი მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ გადახდის მეთოდებს მათი სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის”. – გვითხრეს თიბისისში.
Google Pay საერთაშორისო გადახდის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს
სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android-ით ან Wear OS-ის მოწყობილობებისთვის ინოვაციური სიახლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
Google Pay-ის საქართველოში მხარდაჭერა საგრძნობლად გაამარტივებს თიბისის მომხმარებლის გამოცდილებას.
„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. Google Pay-ს დანერგვა არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც ვავითარებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუზოგოთ ჩვენს მომხმარებლების დრო და საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ”. – ამბობენ კომპანიაში.
დღეს უკვე მომხმარებლებს შეუძლიათ, დაამატონ თიბისის ბარათები Google Wallet- ში და გააკეთონ უსაფრთხო ტრანზაქციები ძალიან სწრაფად და მარტივად, ყველა ქვეყანაში, მერჩანტსა და ობიექტში, სადაც არსებობს Google Pay ს ოფიციალურ მხარდაჭერა. (Google Wallet ციფრული საფულეა, რომელზეც წვდომა საქართველოში დღეიდან შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია. ბანკის ბარათების გარდა, Google Wallet-ში სამგზავრო და სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შენახვაც შესაძლებელია).
„Google Pay 45-ზე მეტ ქვეყანაში უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android-ით ან Wear OS-ის მოწყობილობით. მომხმარებლებს შეუძლიათ, დაამატონ ბარათები Google Wallet- ში და მშვიდად იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხოა ნებისმიერი ტრანზაქციისას“ – ამბობს ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.
„თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი ყოველთვის იდგა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტების ავანგარდში და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა საუკეთესო სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილებას” – ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
მისი თქმით, კომპანია აგრძელებს მომხარებლისთვის მოწინავე, ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას.
„თიბისი სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან – ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრება ერთი ნაბიჯით უფრო გამარტივდება, რადგან ისინი Google Pay-ს გამოყენებით შეძლებენ საბანკო ტრანზაქციების უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელებას“ – გვეუბნება თორნიკე გოგიჩაიშვილი.
30 წლის მანძილზე თიბისი მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი და დამფინანსებელი გახდა, რომელიც სხვადასხვა პროცესების დაჩქარებასა და გამარტივებას ემსახურება.
თიბისის ბარათის Google Pay-ში გამოსაყენებლად, ჩამოტვირთეთ Google Wallet, რომლის ნახვაც თქვენს ტელეფონებსა და მოწყობილობებში Google Play Store-შია შესაძლებელი.