რბილად რო ვთქვათ, დაგვერხა :((
ვცვლი ვარკეთილის სამოთახიან ბინას ვაკეში, თქვენი მხრიდან თანხის დამატებით!
– ჯერ აგვისტოა და ჯერ კიდევ ორი ზოლია გახსნილი.
– სკოლები და ბაღები რომ დაიწყება და სრულად ავმოძრავდებით, მერე ნახეთ აქაურობა რა დღეშიც იქნება.
– მე რასაც ვუყურებ, ჭავჭავაძის ასეთ მოწყობას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, როცა გვექნებოდა ისეთი ფართო გამზირი სადაც მინიმუმ 6 ზოლზე იმოძრავებდა ყველა სახის ტრანსპორტი და ერთი ზოლი შუაში დაეთმობოდა ავტობუსს.
– ამ მოწყობას არც მომავალი აქვს, არც პერსპექტივა და არც აზრი. მოსაშლელია, ეხლავე შევეჩვიოთ ამას.
რეაქცია ლისაბონიდან: ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალაქმა შეძლო ტრანსპორტის სისტემის რეფორმა და ამის ხარჯზე ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ის ევროპაში ერთ-ერთ მიმზიდველ და უსაფრთხო ქალაქად იქცა. Როგორ? იაფი და კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფასიანი პარკირება, ველო და ქვეითთა ინფრასტრუქტურაში ინვესტირება, ქალაქში დაბალი ემისიის ზონების შექმნა, სიჩქარის შემცირება. ლისაბონის რელიეფი ძალიან ჰგავს თბილისისას.
– ინდივიდუალური მანქანების მოძრაობაზე და მათთვის ცხოვრების გამარტივებაზე იშრომა სრულიად მსოფლიომ, ყველა ვყოფილვართ დიდ ქალაქებში, ვიცით როგორღაც, იქაც როგორ მოძრაობს ტრანსპორტი შერწყმულად.
რეაქცია პარიზიდან: 2018 წელი პარიზის მერი ან იდალგო პარიზის ცენტრში ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას გეგმავს. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრი, კერძოდ კი ლუვრისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია საფეხმავლო გახდება. აღნიშნულ რაიონში მხოლოდ ელექტროავტობუსები იმოძრავებს. 2020 წელს ის მეორადი ვადით ისევ აირჩიეს მერად. პარიზი კარანტინის განმავლობაში დროს არ კარგავს და ქუჩების გადაწყობაზე მუშაობს! უკვე არაერთი ქუჩის სავალი ნაწილის დიდი ფართობი დაეთმო საველოსიპედო ზოლებს. ველოსიპედს პარიზის მერის, ან ჰიდალგოს “15 წუთიანი“ მწვანე ქალაქის გეგმაში ერთ-ერთი მთავარი როლი უკავია.
– ასე გვაიძულონ მანქანებიდან გადავიდეთ და ამ ტერიტორიაზე საქმე ფეხით ვაკეთოთ – არის უკიდურესი ფორმა დისკრიმინაციისა და არ გამოვა ასე მოსახლეობასთან საუბარი.
რეაქცია მილანიდან: როგორც “გარდიანს” მილანის მერის მოადგილემ, მარკო გრანელიმ უთხრა, მერია წლების განმავლობაში მუშაობდა ავტოტრანსპორტის შემცირების სქემაზე. “თუ ყველა მანქანით დადის, მაშინ აქ არ არის ადგილი ხალხისთვის, არ არის ადგილი გადაადგილებისთვის, არ არის ადგილი კომერციული საქმიანობისთვის მაღაზიების გარეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, კვლავ გავხსნათ ეკონომიკა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ სხვაგვარად და არა ისე, როგორც ადრე იყო”, – ამბობს ის. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ მილანი გეგმავს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა განახორციელოს და ქალაქის სატრანსპორტო სივრცე, საავტომობილო გზების შემცირების ხარჯზე, ველოსიპედებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გაზარდოს. მილანი იმედოვნებს, რომ ე.წ. “ლოქ დაუნის” დასრულებას უფრო მეტად სუფთა და ეკოლოგიური ტრანსპორტით შეხვდება.
– ისეთი ამბები ხდება დანარჩენ ვაკეში, ისეთი ვითარებაა ყველა შესახვევში თუ ფალიაშვილ-ბარნოვზე, რომ სულ ტყუილად ფუთავენ ამ სიტუაციას – თითქოს ფეხით მოსიარულეებისთვის გაკეთდა რამე. სრული კოლაფსია – ფეხით დადიხარ და უყურებ როგორ იგინებიან მანქანის მძღოლები და რა ისტერიკა მიმიდინარეობს გზის სამანქანო ნაწილში. დიდი მადლობა, მაგრამ ალბათ ჯობდა ეს ზრუნვა გადაგენაწილებინათ და ყველაზე თანაბრად გეფიქრათ ამ აპოკალიფტური იდეების პატრონებს.
– დაანგრიეთ ახლა და ააშენეთ მაქსიმალურად ფართო გამზირი, სხვა გზა არა გაქვთ.
რეაქცია ამერიკიდან: ნიუ-იორკში ოფიციალური მონაცემებით ჯამში 100 მილის სიგრძის ქუჩები დროებით გადაკეთდა საფეხმავლო ზონად. კვების ობიექტებს უფლება მისცეს სამუშაო დღეებში ნაწილობრივ შეზღუდონ სამანქანო გზა (ძირითადად პარკირების ზონა) და პარასკევს, შაბათს და კვირას მთლიანად დაიკავონ გზის სავალი ნაწილი.
– მე რასაც ეხლა ვუყურებ, 130.000 ვაკელი სექტემბერში რომ გამოვა ჭავჭავაძეზე მანქანით და რომ გაგინებს, ეს კარგია?
– ცოტა ადრე ვის უნდა ამოეღო ხმა? ვინმემ შეგვითანხმა? გვითხრა რა კეთდებოდა? გეგმა გვაჩვენეს? განიხილეს მოსახლეობასთან ერთად?
– დიდი შეცდომაა მრავალსართულიანი პარკინგების საკითხის ვერ მოგვარება და სახვალიოდ გადადება, ეს გარდაუვალია.
– რაზე ვცოფდები იცი, გამარტივების ნაცვლად რატომ ართულებენ ვერ გავიგე… რანაირად არიან მოწყობილები, გინებას ვინ ჩივის კინაღამ დავლეწე მანქანა გუშინ… ვაკე გახდა საშინელება.
რეაქცია ლონდონიდან: ლონდონის ქამდენ თაუნში პოსტ-კოვიდის პერიოდისთვის აქტიურად ემზადებიან. სამანქანო გზები ეთმობა ქვეითებს და ველო ბილიკებს. გადაადგილება ხდება უფრო უსაფრთხო, პარალელურად კი მეტი ყურადღება ეთმობა ჰაერის ხარისხს. ახალი გადასასვლელები ეწყობა ქამდენ თაუნში.
– აი, მანდვე ვცხოვრობ და არასოდეს არასოდეს არ იყო მანდ საცობი. რომის პაპიც რომ იყო ჩამოსული სტადიონზე, და ეს რა ქნეს.
– ორი კინკილა მანქანაა, „პიისიატპიატის“ წინ ხო?
– ვისაც არ ესმის სექტემბრიდან მოვლენ აზრზე.
– არგუმენტებია ნუ იტყვი, ქვას ხეთქავს. ეკოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, უმადურობა, ინფლუენსერობა, პიარი – ყველა თემას მოიცავს.
რეაქცია კოლუმბიიდან: ბოგოტაში, კოლუმბიის დედაქალაქში, ქუჩების 75-მეტრიანი ნაწილი, ველოსიპედებით გაივსო, ახლა მთელი კვირა თავისუფალი იქნება მოძრაობისაგან, ხოლო კიდევ 47 მილი ველოტრასის ხაზის გახსნა იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვის შემცირების მიზნით და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
– კი გამოიყო ცალკე ჯუჯა სახელმწიფოდ.
– კოლაფსი გარდაუვალია, ფაქტია.
– კალაძე – გილიოტინაზე.
– ნეტა ჩვენ არ გვავარჯიშებენ როგორ ვიაროთ? გაგვართობენ ცოტას სანამ ისევ დანგრევას დაიწყებენ.
– გამეცინოს თუ ამეტიროს ვერ ვხვდები? და ვინც ჭავჭავაძეზე ვცხოვრობთ რა ჯანდაბა ვქნათ?
– უბრალოდ მართლა მაინტერესებს რატომ გავაბედინეთ ეს მარაზმი? და ეხლა გვიან არის რეაგირებისთვის?
რეაქცია ბარსელონადან: 2020 წლის დასაწყისიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუჩების უმეტესობაში ძველი მანქანების გადაადგილება აკრძალა. 2000 წელზე ადრე გამოშვებული ბენზინის და 2006 წლამდე რეგისტრირებული დიზელის მოდელებს განსაზღვრულ 59,5 კვადრატულ კილომეტრიან ზონაში შესვლა აეკრძალათ. შეზღუდვა ვრცელდება სამუშაო დღეებში, დილის 7:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე.
– რიქშა საკმაოდ პრაქტიკულია.
რეაქცია შოტლანდიიდან: შოტლანდიის მთავრობამ 10 მილიონ ფუნტი გამოყო, რათა შეიქნას ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეთათვის ახალი გზები.
– ვიცი ვიცი! შენ რა გენაღვლება აღარ ხარ ვაკელი, აი სამსახურში როგორ ივლი ეგ უკვე აღარ ვიცი.
– გოგო, 24 საათი აქა ვარ, აქ ვმუშაობ.
– ვიცი ვიცი! სექტემბრიდან ონლაინ გადადი, დროსაც მოიგებ მისვლა მოსვლაში!
– მსოფლიოში გზებს აგანიერებენ და ეს პირიქით? ერთი გამაგებინა, რა ხდება ამის ფანტაზიორ ტვინში…
თბილისში მცხოვრები უცხოელი ჟურნალისტი დედაქალაქში ფეხით მოსიარულეთა მდგომარეობაზე:
– მანქანა არის გაჩერებული 1.5 მეტრის სიგანის ტროტუარზე- გადადიხარ გზის სავალ ნაწილზე, რომ ტროტუარზე გაჩერებულ მანქანას შემოუარო.
– 60 კილომეტრ საათში სიჩქარით მიმავალი 4×4 გიქროლებს გვერდით.
და ეს ყველაფერი იმ სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელსაც 5 დან 4 ქართველი არ ფლობს!
რეაქცია როტერდამიდან: როტერდამმა კაფე-ბარემს მისცა საშუალება, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, გამოიყენონ მათ წინ არსებული საპარკინგე სივრცე რათა შეძლონ ფუნქციონირება პანდემიის პირობებში.
* * *
რა გაატრაკეთ საქმე 20 მილიონიან სტამბულში არი ეგრე და არაა საცობი.
ამპარტავანი ქართველები, როგორ იკადრებენ 100 მეტრის ფეხით გავლას ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს! ჩემი ტრიპაჩა ჯგუფელები 15 წლის წინ, უნივერსიტეტიდან ორი ქუჩის მოშორებით ცხოვრობდნენ და სასწავლებელში მაინც მანქანით მოდიოდნენ.
დააყენეთ მანქანები და იმოძრავეთ ავტობუსით, ნაკლები მანქანა მეტი სუფთა ჰაერი!
როგორ არ გიყვართ სიახლეები. მიეჩვევით.
უარესს ველოდები, რატომ ვისჯებით, იცის ვინმემ?