წუხილი გადაშენებული ადამიანების ბაღზე

პუბლიკა

გიორგი რაზმაძე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა კოლონიალიზმის ახალი მოდელი შეიმუშავა. იგორ გაიდარისა და ანატოლი ჩუბაისისლიბერალური იმპერიისკონცეფცია გულისხმობდა ძველი ტერიტორიების ეკონომიკურ და კულტურულ დამორჩილებას. პუტინიზმის ამ ეტაპზე კი გადაწყდა პოლიტიკური სინქრონიზაციის გზით ტერიტორიების ღიად შემოკრება.

იმპერიის გაერთიანება ღირებულებითი არჩევანით იწყება. რუსეთის სატელიტ ქვეყნებშიუცხოეთის გავლენის აგენტებისშესახებ კანონი ერთერთი მნიშვნელოვანი მარკერია. ქართველმა ხალხმაქართულ ოცნებასუარი უთხრა რუსულ ორბიტაზე ასეთ ცხად დაბრუნებაზე, თუმცა იმპერიალიზმი ამით არსად გამქრალა, რადგან ის უფრო ღრმადაა გამჯდარი ცხოვრების ყველა ასპექტში, უმთავრესად კი ეკონომიკაში.

მორიგი ტრუიზმი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ მედია და საჯარო დისკუსია ზედაპირულ მსჯელობას არ სცდება და არ ინტერესდება, რეალურად როგორ მოდელში გვიწევს ცხოვრება და არ არის ამ დამდგარი თუ მოსალოდნელი კატასტროფის მიზეზი. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, საქმეში ხელოვნება ერთვება, რისი ტრადიციაც სამწუხაროდ ნაკლებად გვაქვს, თუმცა სიმბოლურია, რომ თბილისშირუსული კანონისსაწინააღმდეგო აქციების პარალელურად გაიხსნა მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის გამოფენა, რომელიც სწორედ ზედაპირული სამყაროდან ღრმა რეალობაში გაქცევას გვთავაზობს.

კაპიტალიზმი, პოსტკაპიტალიზმი და პოსტჰუმანიზმი ხელოვნების მუზეუმში გახსნილი გამოფენისმე ვწუხვარ ბაღზემთავარი თემაა. ვირტუალურ რეალობაში შექმნილი ეს კონცეპტუალური მულტიმედიური ინსტალაცია 2022 წელს საქართველოდან წარდგენილი იყო ვენეციის ბიენალეზე. ნამუშევარში არტისტებმა შექმნეს ინტერაქციული გარემო, რომელშიც არქიტექტურა, კომპიუტერული გრაფიკა, კონცეპტუალური ხელოვნება, კინო, მუსიკა და მრავალი სხვა მედიუმია გაერთიანებული ციფრულ ეკოლოგიაში, რომელშიც ადამიანები გამქრალნი არიან, მაყურებელი კი კაცობრიობის კვალს იკვლევს და ვირტუალური რეალობიდან ცდილობს ფიზიკური რეალობის განზოგადებას.

კიბერნეტიკული არქეოლოგის როლში მყოფი მნახველი, რომელიც ვითარცა უხორცო ანგელოსი ანდა სტუმარი სხვა პლანეტიდან გადაადგილდება კაცობრიობის წარსულში, ანდა მომავალში, რეალურად კი მის ფიცრულ ანაბეჭდში და ცდილობს შეისწავლოს და გაიგოს ადამიანების გაქრობის მიზეზი და გაქრობამდე არსებული წესრიგი. დაცარიელებულ ქუჩის მარკეტებსა და სავარჯიშო დარბაზში ხოჭოებს დაუსადგურებიათ. ქუჩას მოსდევს პლასტიკური ბოთლების ბილიკი სახლამდე, რომელშიც სისტემისთვის მომუშავე ადამიანთა ოცნებებისა და სურვილების ზედა ზღვარია წარმოდგენილირბილი ავეჯი, ტელევიზორი, კარადები და სხვა ბურჟუაზიული ატრიბუტიკა. 

ამ სახლიდან მაყურებელი ასევე ტიპურ სამუშაო სივრცეში ინაცვლებს, რომელშიც კომპიუტერების მაგიდების სიმეტრიული წყვილები ქარხნების დაზგების რიგებს გვაგონებს. თანამედროვე კაპიტალიზმი სულ უფრო მეტ არამატერიალურ პროდუქტს აწარმოებს, რის გამოც ახალ კლასს კიბერნეტიკულ პროლეტარიატს ქმნის, რომელიც კომპიუტერთან ზუსტად ისევეა გაუცხოებული, როგორც შრომის კლასიკური მოდელების პირობებში, როდესაც სმარტფონისა და ელექტრომანქანების ქარხანაში დასაქმებულები მხოლოდ თუ იოცნებებენ საკუთარი შრომის შედეგის მოხმარებაზე. ამასთან, რუსული კომპანიები ხარჯების დაზოგვის მიზნით საქართველოში ე.. ქოლცენტრებს ხსნიანმსხვილი გლობალური კომპანიების ცხელ ხაზებს, სერვისცენტრებსა თუ სხვა სახის ორგანიზაციებს, რომლებშიც დასაქმებულებს კიდევ უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე ეს რუსეთის ყველაზე მივარდნილ რეგიონშიც კი იქნებოდა დასაშვები.

ციფრული ოფისიდან ვინაცვლებთ ციხის კედელთან, რომელსაც საგანგებოდ გამოყოფილი აქვს სამეთვალყურეო კოშკი, სათვალთვალო კამერა და მიჩენილი მოდარაჯე ძაღლი, რაც გვაფიქრებინებს, რომ განვლილი სივრცე შრომით ბანაკში (ციხეში) ყოფნის გამოცდილება იყო და ახლა მატრიცის კედელს მივადექით. მიშელ ფუკოსპანოპტიკონისმსგავსად, ამ სისტემაში დარაჯის დატვირთვას იდეოლოგია და დისკურსები ატარებენ, რომლებიც სიტყვებში, ანუ ენაში, მაშასადამე ცნობიერებასა და კულტურაში არსებობენ. ციხის კედელს სიტყვებისგან აგებული ნაწილი აქვს, რომელსაც ვანგრევთ და გავდივართ ახალ სივრცეშიტყეში.

ტყის მასივის გავლის შემდეგ მაყურებელი საცხოვრებელ კორპუსთან ხვდება. კორპუსიპოსტსაბჭოთაა“ – მას მიშენებები აქვს. ეს არის საბჭოთა სივრცის ნეოლიბერალურად გადამუშავების არტეფაქტი, თუ როგორ დაამარცხა სოციალიზმი ახალმა იდეოლოგიამ, როგორ შეიტანა მოწესრიგებულ ურბანისტიკაში ლიბერალური ინდივიდუალიზმი და პირადი ინტერესის ფენომენი, რაც სივრცისა და რესურსების კაპიტალისტური მიმტაცებლობის ნორმალიზებაზე დაფუძნდა. 

საბჭოთა არქიტექტურაზე გაჩენილი მიშენებები საქართველოში კაპიტალიზმის პირველი სასწავლო სკოლები იყო (. . ტრენინგები). სისტემამ თითოეულ ადამიანს მცირედი მიტაცების საშუალება მისცა, რათა კოლექტიურობა სამეზობლოების დონეზეც კი დანგრეულიყო და ამით, დაგეგმილი დიდი მიტაცებების ნორმალიზება მომხდარიყო. ამიტომ ითხოვს გია ნოდია თუ გირჩიმხედრიონისრეაბილიტაციას. ასე დამკვიდრდა ჩვენთან ლიბერალიზმი და კაპიტალიზმი. შეგახსენებთ, რომმხედრიონის“, შევარდნაძისა და პუტჩის უკან რუსეთი იდგა. 

მე ვწუხვარ ბაღზეკიბერზღაპრის, სხვა სიტყვებით კი კრიპტოზრაპრის სტრუქტურას შეიცავს. ინსტალაციის მეორე ნაწილი რეალურ დროში განვითარებული თვითგენერირებადი ნამუშევარია, რომელშიც ალგორითმული ქარი ვირტუალური სამყაროს მოდელს ანგრევს. ზღაპარში სოციალური კრიტიკა ყოველთვის არსებობდა, ამრიგად ეს ტრადიცია ამ ნამუშევარსაც ერგო, რაც რიგ შემთხვევებში, საკმაოდ პირდაპირი და ცალსახა ალეგორიებისა თუ სიმბოლოების სახით ვლინდება, თუმცა მეორე მხრივ ნარატივში ჩნდება ჭიათურაში ღია კარიერული გზით მადნის მოპოვების შედეგად დამდგარი კატასტროფის ალუზიაც. 

ჭიათურასა თუ რაჭაში, სოფლებთან ახლოს და ხშირად დასახლებულ პუნქტებშიც კი კაპიტალიზმის სიხარბე ნიადაგში ნაპრალებს აჩენს, რაც სახლებს საძირკველს აცლის და იქ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის. საქართველოში არსებული ველური კაპიტალიზმი შურწყმულია კოლონიალიზმთან, რის გამოც მას ორმაგად საზარელსა და დაუნდობელს ხდის. ნამუშევარი სწორედ ასეთი ნაპრალის პირას არსებული სახლით სრულდება.

რუსულმა კაპიტალიზმმა საქართველოდან დასავლეთის ქვეყნებში არაკვალიფიციურ მუშახელად გარეკა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და დღემდე ეს პროცესი შეუქცევადია. „მე ვწუხვარ ბაღზენამუშევარშიც ცენტრალური იდეა კაპიტალიზმის მიერ გადაშენებულ ცოცხალ ორგანიზმებს ეხება. კაპიტალიზმის ინდუსტრიული ტერორის ბაღში მოხვედრილი მაყურებელი ათვალიერებს გადაშენებულ მცენარეებს, მაგრამ ფიქრობს იტალიაში მონებად გადაშენებულ ათასობით ადამიანზე, რომლებიც სამშობლოში აღარასოდეს დაბრუნდებიან და ვინც დაბრუნდება აღარასოდეს იქნება ის, ვინც ეკონომიკურ იმიგრაციამდე იყო. „რუსული კანონისწინააღმდეგ ამბოხებაც უკანასკნელი გაფრთხილებად უნდა წავიკითხოთ მოსახლეობისა, რომელსაც აღარ სურს ქვეყნიდან გაქცევა და რუსული ჯენტრიფიკაცია.