ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე ალექანდრე იაშვილი იყო.

როგორც ადვოკატები აცხადებენ ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

ორივე ბრალდებული სასამართლო სხდომას ესწრებოდა, სხდომა დახურული იყო.

„სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ცხადია, საქმის მასალები უნდა დავამუშაოთ და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს”, – განაცხადა უჩა აბაშიძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

პროკურატურის ცნობით, ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, ერთ-ერთ მათგანს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა).

დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.