ბლოკირება იქნება აღკვეთილი, მომავალშიც სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში – პრემიერი აქციაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის, თუ ეს კანონდარღვევაში არ გადადის.

„რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა ადამიანებს, ბლოკირებისკენ, პარლამენტის ფუნქციონირების შეზღუდვისა და დეპუტატების შეურაცხყოფისკენ, ისინი, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ დეპუტატებს. ამის შემდეგ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა. უკანონო აქციის ბლოკირება, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იქნება აღკვეთილი მომავალშიც. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.