სულ დაკავებულია 37 პირი -შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული და დაშავებული პირების შესახებ.

მათი თქმით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი და დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile