Bloomberg-ის სტატია დიდი ალბათობით დასპონსორებულია – თალაკვაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ბლუმბერგზე გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს „ჩრდილოვან ბოსად“ არის მოხსენიებული, დიდი ალბათობით დასპონსორებულია.

„ბლუმბერგის სტატია, რომელზეც მეკითხებით, დიდი ალბათობით არის დასპონსორებული სტატია… დასპონსორებული სტატია რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბლუმბერგს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მლრდ-ზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… დღეს აქვეყნებს მასალას, თითქოს 77 მილიონს ხარჯავს“ – ამბობს თალაკვაძე.