ბლუმბერგი არჩევნებს გამოეთიშა და ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი

პუბლიკა

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, მილიარდერმა მაიკ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლას ასრულებს და კამპანიაში მხარს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუჭერს.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ დონალდ ტრამპის დამარცხება იწყება ისეთ კანდიდატთან გაერთიანებით, რომელსაც ამის ყველაზე დიდი შანსი აქვს. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, ცხადია, რომ ასეთი კანდიდატი ჩემი მეგობარი და დიდი ამერიკელი, ჯო ბაიდენია“, – წერს ბლუმბერგი.

გადაწყვეტილება ე.წ. „სუპერსამშაბათის“ შედეგებს უკავშირდება. 3 მარტს აშშ-ში პირველადი არჩევნები, ე.წ. პრაიმერისი გაიმართა 14 შტატსა და ამერიკის სამოაში. მაიკ ბლუმბერგმა მხოლოდ ერთგან გაიმარჯვა.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile