ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლნისიდან 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს

პუბლიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს, ოთხივე კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით გუშინ გადმოიყვანეს და მათი კლასტერი არის ბოლნისი.

„აქედან ერთია 80 წელზე უფრო ასაკის. ერთია 18 წლამდე, ორია სხვა ასაკობრივი, არა რისკის ჯგუფიდან“, – ამბობს ის.

სოლოღაშვილის განმარტებით, გუშინ კლინიკაში შეყვანილი 2 პაციენტიც ბოლნისიდან იყო.

მისივე თქმით, კლინიკაში 3 საყურადღებო პაციენტია და ერთი მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფიებელია.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 ახალი პაციენტი შევიდა. მათგან სამი დაკავშირებულია ბოლნისთან, ერთის წყარო კი უცნობია.


საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 456 გახდა. 

  • მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 132;
  • გარდაცვლილია – 5;
  • კარანტინის რეჟიმში – 4 949;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;