ბოლნისის რაიონული სასამართლომ რაშან ზიადალიევი გაამართლა. რაშან ზიადალიევის საქმეს მოსამართლე პაატა ფხალაძე განიხილავდა. ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს.
მას მარნეულის პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ვარ სასიამოვნოდ გაკვირვებული მოსამართლის პოზიციიდან გამომდინარე. მან ფაქტობრივად დაადასტურა ის გარემოება რომ რაშანის შეჩერებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და უსაფუძვლო იყო, მიიჩნია რომ პოლიციელების ჩვენება არ იყო საკმარისი იმისთვის რომ რაშანისთვის დადასტურებულიყო ბრალი – სიტყვიერი შურაცხყოფა. ის არის სრულად გამართლებული ამ საქმეში, მას არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია პოლიციელებისთვის და არც რაიმე ფორმით წინააღმდეგობა გაუწევია მათთვის“,- განაცხადა სხდომის დასრულების შემდგომ რაშან ზიადალიევის ადვოკატმა.