stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი დადასტურებული 2 შემთხვევიდან ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე – შემოტანილი შემთხვევაა, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
დღეის მდგომარეობით, მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 928;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 794;
- მათ შორის გარდაცვლილი – 15;
- კარანტინის რეჟიმში – 2809;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;