ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი დადასტურებული 2 შემთხვევიდან ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე – შემოტანილი შემთხვევაა, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

დღეის მდგომარეობით, მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 928;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 794;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმში – 2809;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;
LB loan image desktop LB loan image mobile