ბოლო 24 საათში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 8 ქვეყანაში დაფიქსირდა

პუბლიკა

საქართველოს გარდა კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 7 ქვეყანაში დაფიქსირდა. მათგან უახლესი შემთხვევა ნორვეგიაში დაფიქსირდა.

კორონავირუსი ბოლო 24 საათში ასევე პირველად დაფიქსირდა ფინეთში, საბერძნეთში, პაკისტანში, ბრაზილიაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალჟირში.


26 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მინისტრის თქმით, ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა და ის ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის  გავლით შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის.

ტიკარაძის განცხადებით, პაციენტი საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას პირდაპირი შეხება სხვა პირებთან არ ჰქონია. მინისტრის თქმით, ირანთან მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

„არ არსებობს ეპიდემიური საფრთხე და არც სწავლის შეწყვეტა იგეგემება. პირბადეებზე გვქონდა მომწოდებლებსა და სააფთიაქო ქსელთან კომუნიკაცია და ჩვენ დავეხმარებით მათ, რომ ქსელში შემოიტანონ“, – აცხადებს ტიკარაძე.