ბოლო 5 წელში გაზის არასწორი მოხმარებისა გამო თბილისში 150 ადამიანი გარდაიცვალა | კომპანია

პუბლიკა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით,  2015-2020 წლებში გაზის არასწორი მოხმარებისა და სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ბოლო პერიოდში უსაფრთხოების წესების იგნორირების გამო მოხმდარ ფაქტებთან დაკავშირებით კომპანიის სწრაფი რეაგირების ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა.

კომპანიის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების იგნორირებით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტები.

პრესკონფერენციაზე კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები და დაემორჩილონ მათ მოთხოვნებს. პრესკონფერენციას ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი დაესწრო.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით – „პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექპლუატაციაზე ეკისრებათ მობინადრეებს“.

კომპანია გაზის უსაფრთხო მოხმარების ინსტრუქციას ავრცელებს:

  • აუცილებელია! ყოველ წელს დაუშვათ შპს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტი თქვენს კუთვნილ ფართში და შეამოწმებინოთ გაზის ქსელისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა;
  • აუცილებელია! თქვენი კუთვნილი ფართის გაქირავების შემთხვევაში შპს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტის მიერ მოხდეს გაზის ქსელისა და დანადგარების შემოწმება;
  • აუცილებელია! სახლიდან გასვლისას სახლში არსებული გაზის ონკანების დაკეტვა;
  • კატეგორიულად აკრძალულია! გაზგაყვანილობისა და გაზის დანადგარების თვითნებური მოტაჟი, გადაადგილება ან დაერთება;
  • კატეგორიულად აკრძალულია! უსაფრთოების მიზნით გათიშული გაზის ქსელი ან დანადგარების თვითნებური ჩართვა!
  • კატეგორიულად აკრძალულია! გაზის დანადგარების მოხმარება ჩამკეტი მოწყობილობების გარეშე;
  • კატეგორიულად აკრძალულია! ანთებული გაზის დანადგარების უმეთვალყურეოდ დატოვება;
  • კატეგორიულად აკრძალულია! გაზგაყვანილობის და გაზის ხელსაწყოების დამონტაჟება სარდაფებში;
  • სასტიკად აკრძალულია და არ შეიძლება! გაზის დანადგარების მონტაჟი სველ წერილებში;
  • დაუშვებელია! გამათბობელის ან წყალგამაცხელებლის გამწოვი მილის დაერთება საკვამლე და სავენტილაციო არხებზე;
  • დაუშვებელია! წყალგამაცხელებლის ან გამათბობელის საკვამლე მილის დამონტაჟება სადარბაზოში;
  • დაუშვებელია და სიცოცხლისთვის საშიშია! ისეთი ტიპის წყალგამაცხელებლის ან გამათბობელის მონტაჟი, რომელსაც არ აქვს საკვამლე მილი.