ბოლო ერთი წელში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 297, ხოლო უკრაინის 78 მოქალაქეს მიენიჭა

პუბლიკა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BM.GE ავრცელებს.

BM.GE-ის ინფორმაციით, სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 321 მიმართვა, დაკმაყოფილებულია – 3 297, ამჟამად განხილვაშია – 1 344 მიმართვა, შეჩერებულია 28 მიმართვა.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს უარი – 55 მოქალაქეს ეთქვა, განუხილველი დარჩა – 14 მიმართვა, განხილვაშია – 40 მიმართვა, დაკმაყოფილებულია 78 მიმართვა, შეჩერებულია – 1.