ბოლო ოპერატიული ინფორმაცია უკრაინიდან - უკრაინის გენშტაბი

პუბლიკა

უკრაინის გენერალური შტაბის ბოლო ოპერატიული ინფორმაციით (ადგილობრივი დროით 06:00), რუსეთმა  საჰაერო იერიში მიიტანა ქალაქ კროპივნიცკის მახლობლად განთავსებულ ნაწილებზე.

რუსული ვერტმფრენების აქტივობა შეინიშნება ვილკოვისა და ტირასპოლის თავზე.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარები იბრძვიან დიმერისა და ივანკივის დასახლებებში, სადაც მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა იყო თავმოყრილი. უკრაინამ შეძლო რუსეთის ძალების მდინარე ტეტერივის საზღვართან შეჩერება. დაინგრა მდინარეზე გადასასვლელი ხიდი.

უკრაინის თავდაცვის ძალები კვლავ აკონტროლებენ გოსტომელის აეროდრომს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალები იცავენ კიევის ცას. მათი ცნობით, გამთენიისას უკრაინის თავდაცვის სისტემამ ორი ძლიერი თავდასხმა მოიგერია.