ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ ჩემი შვილი არ იქნება თავისუფალი - ლაზარე გრიგორიადისის მამა

პუბლიკა

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, არადა არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა, ყოველთვის გადიოდა აქციაზე იმის მერე როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას, უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას? – ამბობს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი.

„მე ვარ ძალიან ცუდად ამ ყველაფრმა ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა, არაუშავს ავიყვან თავს ხელში და ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად, სანამ ჩემი ლაზარე იქნება თავისუფალი… იმედს ვიტოვებ მთავრობა არ გასწირავს ჩემს შვილს”- წერს ლაზარეს მამა.


ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო” იყო.

დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

„ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – პროცესზე ბრალთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისიმ განაცხადა მხოლოდ ეს.

პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.