ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის საჭირო მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო მარშრუტს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას”, – წერს ბორელი.
Russia’s decision to suspend participation in the Black Sea deal puts at risks the main export route of much needed grain and fertilisers to address the global food crisis caused by its war against Ukraine.
The EU urges Russia to revert its decision.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) October 30, 2022
რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპოერტის შესახებ დადებული შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. მათი ცნობით, შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზეზია სევასტოპოლის პორტში მომხდარი აფეთქება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში აფეთქება 29 ოქტომბერს მოხდა. რუსეთი თავდასხმაში უკარინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით განხორციელდა.