ბორელი: EU მოუწოდებს რუსეთს დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას

პუბლიკა

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა  განაცხადა.

„რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის საჭირო მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო მარშრუტს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას”, – წერს ბორელი.

რუსეთი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპოერტის შესახებ დადებული შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება.  მათი ცნობით, შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზეზია სევასტოპოლის პორტში მომხდარი აფეთქება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში აფეთქება 29 ოქტომბერს მოხდა. რუსეთი თავდასხმაში უკარინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით განხორციელდა.

LB loan image desktop LB loan image mobile