ბორის ჯონსონ, ვირუსის წინააღმდეგ პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას, გამაგრდით - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტვიტს აქვეყნებს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს:

„ამ უხეშ დროს გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19-ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას. გამაგრდით!“, – წერს ზურაბიშვილი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში იმყოფება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებიდან მეათე დღეს პრემიერს კვლავ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები, ამიტომ გუშინ ის ტესტის ჩატარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.