ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა - შსს

პუბლიკა

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა. გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი. დილიდან სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია.

სამინისტროში ამბობრ, რომ ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.