ბორჯომში ძალადობრივ ჯგუფთან ერთად ვატო შაქარაშვილიც იმყოფება

პუბლიკა

„გირჩი მეტი თავისუფლება“ IRI-ის მხარდაჭერით, ბორჯომში „ინდივიდუალური თავისუფლების“ ბანკს მასპინძლობს. ორგანიზატორების ცნობით, დღეს დილით, სასტუმროსთან, სადაც სემინარი ტარდება 60-მდე ადამიანი მივარდა.

კადრებში, რომელიც ადგილიდან ვრცელდება, ჩანს, რომ იქ მისული ადამიანები აგრესიულად იქცევიან, ემუქრებიან და აგინებენ სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს.

ადგილზე იმყოფება, იურისტი და ტრენინგის ერთ-ერთი ტრენერი ვახტანგ ბარამაშვილი. მისი თქმით, სასტუმროსთან მივარდნილი ადამიანები ისვრიან ქვებს და ცდილობენ სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლას. ის წერს, რომ ბანაკში იმყოფებიან 16 წლის მოზარდები და ორსულები.

კადრებში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფება ანტიდასავლური მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ ლიდერი ვატო შაქარაშვილი.

ვატო შაქარაშვილი, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის დღევანდელ ფაქტსაც გამოეხმაურა.

დღეს ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან” თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის „თავისუფლების აკადემიაში“ ტრენინგის ჩასატარებლად მიდიოდა. ჯაფარიძე ახლა პოლიციაში იმყოფება.