ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ბრძანებას პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა.
ბორჯომში ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობას ხელი ეშლებოდა, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცოტა ხნის წინ სამუშაოები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.