„ბოროტ-ტვინდაბნელებულთა ნაწილი წლობით მედავებოდა, რატომ არ დავუჭირე მხარი მაშინ ამ ბატონის კანდიდატურას და როგორ გავბედე საკუთარი კანდიდატურის დაყენება. იქამდეც მოვიდნენ, რომ თურმე სააკაშვილის დავალებით ვიყარე კენჭი, რათა არ მოვეკალი ან არ დავეჭირე. ფუ, მართლა თქვენი. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დამარცხება სწორედ აღნიშნულმა ღალატმა გამოიწვია და არა იმან, რომ 12 წლის შემდგომ ისინი, ანუ ოპოზიციური პარტიები თურმე შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში აპირებდნენ დაჯდომას“,- ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გია გაჩეჩილაძის (უცნობის) ნათქვამს, იმის თაობაზე, რომ 2008 წელს პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტელევიზიის სიხშირის მიღებაზე შეუთანხმდა.