ბრძოლა გრძელდება მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით - გიგი უგულავა

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მოკლედ, ჯერ ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა. ბრძოლა გრძელდება მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით”, – წერს უგულავა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლომ დღეს გიგი უგულავას 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.