ბრეგაძე: სააკაშვილზე სახელმწიფოს ამ დრომდე 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული

პუბლიკა

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენდნენ. მას უმრავლესობის რამდენიმე წევრმა ჰკითხა თუ რა უჯდება სახეწლმიფოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობა.

რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ამ დრომდე სახლემწიფოს 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული.

„იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ნებისმიერ პატიმარს მიეწოდოს სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურება მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის მიეწოდებოდა და ახლაც მიეწოდება.

ზოგადად ერთი პატიმრის შენახვაზე დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება წელიწადში. სააკაშვილს რაც შეეხება, 200 000 ლარამდეა სახელმწიფოს მიერ დახარჯული“, – თქვა რატი ბრეგაძემ.