ბრიტანეთის პრემიერი ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა

პუბლიკა

ბრიტანეთის პრემიერი ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვაღიარებ… შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე ვერ ვასრულებ იმ მანდატს, რომლითაც მე ამირჩია კონსერვატიულმა პარტიამ“, – განაცხადა ტრასმა.

პრესკონფერენციაზე ტრასმა აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ მეფე ჩარლზს შეატყობინა. ლიზ ტრასის განცხადებით, ის თანამდებობაზე დარჩება იქამდე, სანამ ახალი პრემიერი არ დაინიშნება თანამდებობაზე.

ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერად სექტემბერში დაინიშნა. ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით, 45 დღით იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას. მანამდე პრემიერის პოსტი ბორის ჯონსოს ეკავა.

ოპონენტები და თავისივე პარტიის, კონსერვატიული პარტიის წევრები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ და გადადგომიკენ მოუწოდებდნენ, რისი მიზეზიც ტრასის ეკონომიკური პროგრამა იყო, მან შეამცირა გადასახადები. მედიის ცნობით,  ყოფილი პრემიერის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ფუნტის დაცემა და საფონდო ბირჟებზე ქაოსი გამოიწვია.