ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: იმედგაცრუებულები ვართ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო

პუბლიკა

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება.

„იმედგაცრუებულები ვართ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ ბოლო ანგარიშის ჭრილში, რომელშიც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია.

დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ, ვერ შეძლებენ თავიანთი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“. – ვკითხულობთ კლერ ობლესის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კლერს ობლესი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელია.

დღეს ნიკა გვარამია მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.