ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამსახური დატოვა და სტუდენტურ პროტესტს შეუერთდა

პუბლიკა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გოჩა სურგულაძემ თანამდებობა დატოვა და სტუდენტურ პროტესტს შეუერთდა.

გადაწყვეტილების შესახებ სურგულაძემ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.

„უნივერსიტეტი არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური და შემოსავლის წყარო! გულწრფელი ვიქნები და გეტყვით რომ 15 მაისს, უნივერსიტეტიდან წამოსვლის განცხადება როცა დავწერე აღელვების გამო ცრემლები ვერ შევიკავე, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა…

დავრჩი სამსახურის გარეშე, 2 მცირეწლოვანი შვილით და ბანკის უზარმაზარი ვალით, მაგრამ მე ეს არ მაშინებს….. მე ის მაშინებს ჩვენი ქვეყანა დასავლეთის, ევროკავშირისა და ზოგადად ცივილური სამყაროს მიღმა არ აღმოჩნდეს“- წერს სურგულაძე.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ.

14 მაისს გავრცელებული განცხადებით, 38 უნივერსიტეტის რექორმა ხელი მოაწერა საერთო განცხადებას, რომელიც სტუდენტებისა და ლექტორების პროტესტის წინააღმდეგაა მიმართული.

დოკუმენტზე ხელმომწერთა სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გუშინ, 15 მაისს განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია იყო, რომ ისინი გმობენ მათი უნივერსიტეტის „რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის.“