ბუკნარში პარასკევის ლოცვა მიმდინარეობს

პუბლიკა

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი პარასკევის ლოცვას ასრულებს.

ადგილობრივმა მუსლიმებმა სამლოცველოდ მოწყობილ საცხოვრებელ სახლში შეკრება პირველი საათისთვის დაიწყეს.

დღეს პარასკევის ლოცვის შემდეგ, მუსლიმი და ქრისტიანი თემის წევრების შეხვედრა გაიმართება.


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.