ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობა იხრება მოსკოვისკენ

პუბლიკა

ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი, კატრინ გერინგ-ეკარდის საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობა იხრება მოსკოვისკენ. მისი თქმით, პუტინის რეჟიმი ეყრდნობა დესტაბილიზაციასა და გავლენის სფეროების გაფართოებას, რაც ახლა ცხადია საქართველოში.

„თბილისში ხალხი 24/7-ზე აპროტესტებს უცხოური აგენტის კანონს. ხალხი ძალიან მკაფიოა: მათ უნდათ მომავალი ევროპაში. დღეს მთავრობამ მიიღო კანონი. ევროპისკენ მსვლელობის ნაცვლად, ის იხრება მოსკოვისკენ. მათ უნდა გააუქმონ კანონი!

პუტინის რეჟიმი ეყრდნობა დესტაბილიზაციასა და მისი გავლენის სფეროს გაფართოებას. ეს ჩანს არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომში, არამედ სრულიად რეგიონში. ეს განსაკუთრებით ცხადია ახლა საქართველოში, ასევე, მოლდოვაში, რომლებმაც აირჩიეს ევროპისკენ გზა”, – წერს ის.

რუსული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ნახეთ ვინ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი – სია.