ბურიჩი: ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას

პუბლიკა

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და შეშფოთება გამოხატა მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღების გამო.

ის მოუწოდებს ქართველ კანონმდებლებს დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო აუცილებელია ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

მე ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანად გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც ბოლო წლებში ახასიათებდა ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“, – ნათქვამია განცხადებაში.