ბუსტერდოზის გაკეთების ვადა სამ თვემდე მცირდება - გაბუნია

პუბლიკა

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ბუსტერდოზების გაკეთების ვადა შემცირდება.

„საბჭომ გაუწია რეკომენდაცია ბუსტერდოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე აქტიურად დაიწყოს. გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ ბუსტერდოზა გაიკეთოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile