ცაგერის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.
სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროკურატურამ მას ბრალი „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა.
ლაშა ლეთოდიანის ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
ლაშა ლეთოდიანი ერთ-ერთია იმ 29 პირს შორის, რომლებიც „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის საქმეზე დააკავეს, კიდევ 3-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. დაკავებების შესახებ შსს-მ 8 ივლისს განაცხადა.
საქმე რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი.