ცაჰკნა: საკითხს EU-ს დონეზე წამოვჭრით, კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არაა

პუბლიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ DW-ის ეთერში საქართველოში ვიზიტსა და რუსულ კანონზე ილაპარაკა.

მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არი და ის შეიძლება, გადაიხედოს. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს მოსახლეობის მოთხოვნები და მათთვის მიცემული დაპირებები.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით გასულ წელს „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის გაწვევასა და გაკეთებულ გაცხადებაზე მიუთითა, რომ ისინი მას ხელახლა აღარ დააინიციირებდნენ.

„ვიზალიბერალიზაცია საჩუქარი არ არის და ეს იყო ჩვენი ძალიან მკაფიო მესიჯი საქართველოს მთავრობის მიმართ. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას, ამიტომ რაც ხდება, მათთვის ეგზისტენციალური საკითხია. მაგრამ, ძალიან გვაშფოთებს, რომ ეს ახალი კანონი საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, ზედმეტად აკონტროლოს არასამთავრობო და მსგავსი ტიპის ორგანიზაციები. ეს არადემოკრატიულია”. – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ცაჰნკა ამბობს, ისინი დააყენებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირთან. 

ის ასევე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, თითქოს 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე კოლეგებთან შეთანხმდნენ, რომ “საქართველომ სწორი გააკეთა, რომ არ მოუსმინა ევროპელ კოლეგებს და არ დაუწესა სანქციები რუსეთს, არ გაათავისუფლა სააკაშვილი”. მარკუს ცაჰკნამ ამას “საჯარო ტყუილი უწოდა”.