ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის კიდევ ერთი მოქალაქე შეიყვანეს

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მწვავე რესპირაციული ინფექციის ნიშნებით ჩინეთიდან ჩამოსული კაცი მოათავსეს.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კაცს, თანმხლები პირის ინფორმაციით, ჰქონდა მაღალის სიცხე, ხველება, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე.

„მან მიმართა საელჩოს და ონლაინ ჩინელ ექიმებთან გაირა კონსულტაცია, რომლებმაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და კიდევ ერთი მედიკამენტი… მდგომარეობა გაუარესდა 4-ის მერე. იმის გათვალისწინებით, რომ აქვს მწვავე რესპირაციული ინფექცია და არის პეკინიდან ჩამოსული, ბუნებრივია, არსებობს ალბათობა, რომ ინფიცირებული იყოს კორონავირუსით.

აქამდე შემოსულ პაციენტებ არც პნევმონია ჰქონდათ რენტგენულად, არც ტემპერატურის მატება, ჩვენთან მოსვლის შემდეგ, არც ხველება. მათი ერთადერთი რისკფაქტორი იყო, რომ ჩამოსულები იყვნენ ჩინეთიდან. აქ მეტია კლინიკური გამოვლინებები – არის ხველება, ტემპერატურის მატება, არის ზოგადი სისუსტე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, კაცს ყველა საჭირო ანალიზს ჩაუტარებენ, რომელთა პასუხიც დღესვე იქნება ცნობილი. კორონავირუსის ინფექციაზე ანალიზის პასუხი კი ხვალ იქნება ცნობილი.