საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ესენი არიან:
- „საქართველო“
- „გახარია საქართველოსთვის“
- „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
- „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
- „მემარცხენე ალიანსი“
- „თავისუფალი საქართველო“
- „ტრიბუნა“
- „შეცვალე საქართველო“
- „ჩვენ“
- „ქართველ ერთობა“
- „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
- „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
- „გირჩი“
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
- „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
- „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (გვარამია, მელია, გირჩი, დროა)
- „ევროპელი დემოკრატები“
ცესკოს ცნობით, შესაბამისი სამსახურის მიერ პარტიული სიების შემოწმების და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება უკვე დაწყებულია. პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი 6 ოქტომბერია. ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის – „ევროპელი დემოკრატების“ პარტიული სია. შესაბამისად. რეგისტრაციის პროცედურებს გადის 18 საარჩევნო სუბიექტი.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 27 საარჩევნო სუბიექტი. მათგან სამ პარტიას („ანა დოლიძე – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა.
ნახეთ 8 პარტიის საარჩევნო სია.