ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭისყრა დასრულდა. 

ცესკოს ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1021-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44.26 %-ია.  

ცესკოს წინასწარი მონაცემებით:

ხმების 3.32%, 33 ხმა მიიღო მამუკა ტუსკაძემ – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის”.

ხმების 96.68%,  962  ხმა მიიღო, ზაზა ყურაშვილმა – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

„კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.