უბნების დახურვიდან 8 საათი გავიდა და ცესკოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა ცესკოს პრესსამსახურს შეკითხვით, თუ როდის გაიმართება ბრიფინგი და გახდება ცნობილი წინასწარი მონაცემები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება წინასწარი შედეგების გამოქვეყნება.