ცესკოსთან სპეცრაზმმა სავარაუდოდ ცრემლმდენი გაზიც გაუშვა

პუბლიკა

ცესკოსთან სპეცრაზმმა სავარაუდოდ ცრემლმდენი გაზიც გაუშვა. მანამდე კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეების დასასშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენეს.

ცესკოსთან მობილიზებულია სპეცრაზმი.

შსს აცხადებს, რომ „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ  აქციაზე პოლიციამ მონაწილეების წინააღმდეგ გაზი გამოიყენა.


პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიმა მელიამ პარლამენტთან განაცხადა, რომ „ჩვენ ახლა ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ და დავრჩეთ ცესკოსთან, კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ იქედან ვერ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.