პოლიციას არ გამოუყენებია გაზი - კახა საბანაძე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ მინისტრის მოადგილემ,  კახა საბანაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციას მონაწილეების წინააღმდეგ გაზი არ გამოუყენებია.

„ვრცელდება დეზინფორმაცია გაზთან დაკავშირებით. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა კარგად გაითვალისწინოს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია”,- განაცხადა კახა საბანაძემ.

ცესკოსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.