„ჩაკეტვის პოლიტიკა“ მსოფლიოშიც და ჩვენთანაც თანდათან აღარ არის - გამყრელიძე

პუბლიკა

„ზოგადად, პოლიტიკა ჩაკეტვებისა თანდათან მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან უკვე აღარ არის, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება“, – ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას – არსებობს თუ არა აჭარაში რომელიმე ქალაქის ჩაკეტვის საჭიროება.

გამყრელიძის თქმით, არ იგეგმება რომელიმე ქალაქის ჩაკეტვა. მისი განმარტებით:

„დღეს მთლიანად მთელ მსოფლიოში ამ ინფექციის მართვის პოლიტიკა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა, ანუ ერთი მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, და მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზლირება და მართვა; მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა დოვლათი შეიქმნას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.