ჩაკვეტაძემ მითხრა, ვერ ვაკავებ ამ ხალხსო – მდინარაძე ოპოზიციის ოფისებთან გამართულ აქციაზე

პუბლიკა

გუშინ თბილისში ოპოზიციის ორ ოფისთან ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტის შენობაში საბჭოთა ჰიმნის გაშვება გააპროტესტეს.

დღეს პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ შეკითხვას, იყო თუ არა გუშინ ოპოზიციის ოფისებთან გამართული აქციები „ქართული ოცნების“ მიერ  ორგანიზებული, უპასუხა, რომ ამ ახალგაზრდების [აქციის მონაწილეები] შესახებ მას ინფორმაცია გიორგი ჩაკვეტაძემ მიაწოდა.

„მე ამ ახალგაზრდების შესახებ მითხრა გიორგი ჩაკვეტაძემ [ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე], რომ რამდენიმე ათეული მესიჯი მომივიდა უკვეო და არ არსებობსო, რომ ამ გოგოებმა და ბიჭებმა ეს არ გააპროტესტონო. სიტყვა-სიტყვით გიყვებით. ჩვენი ახალგაზრდულის თავმჯდომარემ ჩამაყენა საქმის კურსში, რომ ვერ ვაკავებ ამ ხალხსო“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.