„ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ათივე პირი დაიღუპა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ვაგნერთან“ დაკავშირებულმა Telegram-ის არხმა Grey Zone მანამდე გაავრცელა ცნობები, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ ტვერის რეგიონში, მოსკოვის ჩრდილოეთით.
რუსული სააგენტო Tass-ის ცნობით, ამ დროისთვის ნაპოვნია 4 ცხედარი.
პრიგოჟინი ივნისში ხელმძღვანელობდა წარუმატებელ აჯანყებას რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.