ჩამოვარდა რუსული თვითმფრინავი, რომლის მგზავრთა სიაში პრიგოჟინი იყო - BBC

პუბლიკა

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ათივე პირი დაიღუპა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ვაგნერთან“ დაკავშირებულმა Telegram-ის არხმა Grey Zone მანამდე გაავრცელა ცნობები, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ ტვერის რეგიონში, მოსკოვის ჩრდილოეთით.

რუსული სააგენტო Tass-ის ცნობით, ამ დროისთვის ნაპოვნია 4 ცხედარი.

პრიგოჟინი ივნისში ხელმძღვანელობდა წარუმატებელ აჯანყებას რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.